გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

5 კომპანია, რომელიც ნახევარგამტარების ინდუსტრიაში ლიდერობს

მარიამ ქადარია21 ივლისი, 20261 წთ კითხვა
5 კომპანია, რომელიც ნახევარგამტარების ინდუსტრიაში ლიდერობს

ხელოვნური ინტელექტის განვითარება საფონდო ბირჟაზე ნახევარგამტარების სექტორის მიმართ ინტერესს ზრდის. ამ მიმართულებით კომპანიები ტრილიონობით დოლარს ხარჯავენ და მიუხედავად აქციების პერიოდული ვარდნისა, ახალი მონაცემთა ცენტრებისა და ჩიპების წარმოებაში ინვესტიციები გრძელდება.

ამ სექტორში ხუთი კომპანია გამოირჩევა:

Nvidia ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო გრაფიკული პროცესორების მთავარი მიმწოდებელია. კომპანიის ახალ პროდუქტებზე მოთხოვნა კვლავ მაღალია და გაყიდვების ზრდა, სავარაუდოდ, 2027 წლამდეც გაგრძელდება.

Taiwan Semiconductor Manufacturing Company (TSMC) მსოფლიოში მოწინავე ჩიპების უდიდეს ნაწილს აწარმოებს. კომპანიას ამ სფეროში თითქმის არ ჰყავს კონკურენტი, ამიტომ ხელოვნურ ინტელექტზე მოთხოვნის ზრდა მის ბიზნესზეც პირდაპირ აისახება.

Broadcom აწარმოებს მოწყობილობებს, რომლებიც მონაცემთა ცენტრებში ათასობით ჩიპის ერთმანეთთან დაკავშირებას უზრუნველყოფს. ასეთი სისტემების გარეშე დიდი მოცულობის მონაცემების სწრაფად დამუშავება შეუძლებელია.

Micron Technology მაღალსიჩქარიან მეხსიერების ჩიპებს აწარმოებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის სისტემებისთვის აუცილებელია.

ASML ერთადერთი კომპანიაა, რომელიც თანამედროვე ჩიპების დასამზადებლად საჭირო უახლეს დანადგარებს აწარმოებს, ამიტომ ჩიპების მწარმოებლების ზრდა ASML-ის შემოსავალზეც დადებითად აისახება.

ამ სექტორში ინვესტირებას რისკებიც ახლავს. მათ შორისაა აქციების მაღალი ფასი, მოთხოვნის პერიოდული შემცირება და გეოპოლიტიკური დაძაბულობა. სპეციალისტები ინვესტორებს კომპანიების გრძელვადიან განვითარებაზე ყურადღების გამახვილებას ურჩევენ.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Bitcoin-ის ფასი იზრდება - ნავთობის გაიაფება კრიპტობაზარს მცირე შვებას აძლევს
კრიპტო19 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Bitcoin-ის ფასი იზრდება - ნავთობის გაიაფება კრიპტობაზარს მცირე შვებას აძლევს

Bitcoin-ის ფასი 0.8%-ით გაიზარდა და დაახლოებით 82,848 დოლარს მიაღწია, რაშიც ნავთობის გაიაფებამ გარკვეული როლი ითამაშა. ენერგიის ფასების შემცირებამ ინფლაციისა და საპროცენტო განაკვეთების ზრდის მოლოდინები შეამსუბუქა, თუმცა Bitcoin კვლავ 80,000–87,000 დოლარის დიაპაზონში მერყეობს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
JPMorgan-ის ხელმძღვანელი: აშშ-ის ეკონომიკა სწრაფად იზრდება, თუმცა გეოპოლიტიკური რისკები კვლავ მაღალია
მაკრო19 ოქტ. 20263 წთ კითხვა

JPMorgan-ის ხელმძღვანელი: აშშ-ის ეკონომიკა სწრაფად იზრდება, თუმცა გეოპოლიტიკური რისკები კვლავ მაღალია

JPMorgan Chase-ის ხელმძღვანელის, ჯეიმი დაიმონის შეფასებით, აშშ-ის ეკონომიკას დაბალი უმუშევრობა, კორპორაციული მოგება და AI ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები აძლიერებს. თუმცა, ირანისა და უკრაინის ომები, ინფლაცია და მაღალი საპროცენტო განაკვეთები კვლავ მნიშვნელოვან რისკებად რჩება. დაიმონი ეკონომიკური ვარდნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, თუმცა მის დაწყების დროს ვერ ასახელებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
დოლარი სტაბილურობას ინარჩუნებს, ევრო კი საფრანგეთში პოლიტიკური არეულობის ფონზე სუსტდება
საფონდო19 ოქტ. 20262 წთ კითხვა

დოლარი სტაბილურობას ინარჩუნებს, ევრო კი საფრანგეთში პოლიტიკური არეულობის ფონზე სუსტდება

აშშ-ის დოლარი წინა კვირის კლების შემდეგ სტაბილური დარჩა, ხოლო ევრო საფრანგეთში საპროტესტო აქციებისა და პოლიტიკური რისკების ზრდის ფონზე 0.3%-ით გაუფასურდა. ამასთან, ნავთობის ფასების კლება ინფლაციურ შიშებს ამსუბუქებს, ბაზარი კი Fed-ის მიერ საპროცენტო განაკვეთების უცვლელად დატოვებას ელოდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე