ჩვენი სტუდენტები მართავენ რეალურ პორტფელს
Gruni Lab-ში სტუდენტები იკვლევენ, აქცევენ იდეას შეთავაზებად და ასრულებენ რეალურ გარიგებებს Interactive Brokers-ზე რეალური კაპიტალით — შედეგები კი საჯაროა, რეალურ დროში.

ცოცხალი შედეგები
ფასები განახლდა 18 ივლ. 2026, 02:10სექტორების მიხედვით
ინდუსტრიების მიხედვით
| პოზიცია | აქციები | საშ. ყიდვა | მიმდინარე | მოგ./ზარ. |
|---|---|---|---|---|
GS The Goldman Sachs Group, Inc. | 0.213 | $708.67 | $1,065 | +50.31% |
GLDM SPDR Gold MiniShares | 2 | $66.92 | $79.45 | +18.72% |
TGT Target Corporation | 1 | $104.98 | $139.60 | +32.98% |
LAC Lithium Americas Corp. | 37 | $2.85 | $2.95 | +3.51% |
NIO NIO Inc. | 12.7713 | $3.95 | $4.88 | +23.54% |
ETHA iShares Ethereum Trust ETF | 4 | $23.33 | $13.91 | -40.38% |
ABT Abbott Laboratories | 0.3759 | $134.31 | $100.68 | -25.04% |
საგანმანათლებლო პორტფელი. მონაცემები გამჭვირვალობისა და სწავლისთვისაა, არ წარმოადგენს საინვესტიციო რჩევას. წარსული შედეგები არ იძლევა მომავლის გარანტიას.
სტუდენტური საინვესტიციო ფონდი
სტუდენტური საინვესტიციო ფონდი არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და Traders' Hub-ის ერთობლივი პრაქტიკული საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, თეორიული ცოდნა რეალურ საინვესტიციო გარემოში გამოიყენონ.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ეტაპობრივად სწავლობენ ფინანსური ბაზრების მუშაობის პრინციპებს, კომპანიების ფუნდამენტურ და ტექნიკურ ანალიზს, საინვესტიციო პორტფელის შექმნას, რისკების მართვასა და გადაწყვეტილებების მიღებას.
პირველ ეტაპზე მონაწილეები გადიან სპეციალურად შემუშავებულ თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. შემდეგ კი ერთვებიან ფონდის მართვის პროცესში, სადაც გუნდური მუშაობის საფუძველზე იკვლევენ კომპანიებსა და ფინანსურ ინსტრუმენტებს, ამზადებენ საინვესტიციო იდეებს, წარადგენენ საკუთარ არგუმენტებს და მონაწილეობენ პორტფელის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში.
რეალური კომპანიის ფუნქციები და პასუხისმგებლობები
ფონდის ფარგლებში სტუდენტებს შორის ნაწილდება რეალური საინვესტიციო კომპანიის მსგავსი ფუნქციები და პასუხისმგებლობები:
რეალური კაპიტალის მართვა
პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია რეალური საინვესტიციო კაპიტალის მართვა, რომელიც სტუდენტებს აკისრებს პასუხისმგებლობას და ეხმარება მათ პროფესიული გადაწყვეტილებების მიღების უნარის განვითარებაში.
პროგრამის მთავარი მიზნები
პროექტის მიზანია სტუდენტებმა:
- მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება ფინანსურ და საინვესტიციო სფეროში
- განივითარონ ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება
- შეისწავლონ რისკისა და შემოსავლიანობის ურთიერთდამოკიდებულება
- გამოიმუშაონ გუნდური მუშაობისა და პროფესიული კომუნიკაციის უნარები
- უკეთ მოემზადონ ფინანსების, ინვესტიციების, საბანკო საქმისა და კაპიტალის ბაზრების მიმართულებით კარიერისთვის
Gruni Lab წარმოადგენს პრაქტიკაზე დაფუძნებული განათლების მოდელს, რომელიც უნივერსიტეტში მიღებულ აკადემიურ ცოდნას რეალურ ფინანსურ ბაზრებთან აკავშირებს და სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, პროფესიული გამოცდილების დაგროვება ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში დაიწყონ.
გრუნი ლაბის წევრები 2025-2026
სტუდენტები, რომლებიც 2025-2026 წელს მუშაობდნენ გრიგოლ რობაქიძის სტუდენტურ საინვესტიციო ლაბში.
როგორ მუშაობს Gruni Lab
კვლევა და შეთავაზება
სტუდენტები აანალიზებენ კომპანიებს, აყალიბებენ იდეას და წარუდგენენ ჯგუფს კაპიტალის ჩადებამდე.
შესრულება და მართვა
დამტკიცებული იდეები სრულდება ცოცხალ Interactive Brokers-ის ანგარიშზე. გუნდი ერთად აკონტროლებს პოზიციებსა და რისკს.
ანგარიში და სწავლა
ყველა პოზიცია გამჭვირვალედ აღირიცხება, სტუდენტები კი აქვეყნებენ წერილობით ანგარიშებს — რა იმუშავა, რა არა და რატომ.


