გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Airbus-ის აქციები 7%-ით გაიზარდა – კომპანიამ €5 მილიარდიანი აქციების გამოსყიდვის პროგრამა წარადგინა

ნუცა ტყეშელაშვილი22 ივლისი, 20263 წთ კითხვა
Airbus-ის აქციები 7%-ით გაიზარდა – კომპანიამ €5 მილიარდიანი აქციების გამოსყიდვის პროგრამა წარადგინა

Airbus SE-ის აქციები ოთხშაბათს 7%-ით გაიზარდა, მას შემდეგ რაც კომპანიამ სამი წლის განმავლობაში 5 მილიარდი ევროს მოცულობის აქციების გამოსყიდვის (share buyback) პროგრამა დააანონსა და 2029 წლისთვის ოპერაციული მოგების (Adjusted EBIT) ახალი სამიზნე განსაზღვრა.

ლონდონში გამართულ Business Update-ზე Airbus-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიიომ ფორიმ და კომპანიის მენეჯმენტმა ინვესტორებს წარუდგინეს სამომავლო სტრატეგია და განახლებული ფინანსური პროგნოზები, ასევე მიმოიხილეს კომერციული ავიაციის, ვერტმფრენებისა და თავდაცვისა და კოსმოსის მიმართულებების განვითარების გეგმები.

კომპანიის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა 5 მილიარდი ევროს ღირებულების აქციების გამოსყიდვის პროგრამა, რომელიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში განხორციელდება, აქციონერთა თანხმობის პირობებში.

Airbus-მა ასევე განაცხადა, რომ 2029 წლისთვის Adjusted EBIT-ის მოცულობას 12–13 მილიარდ ევრომდე ზრდას ელოდება. პროგნოზი ეფუძნება ევროსა და აშშ დოლარის 1.22-იან გაცვლით კურსს. კომპანიამ ამასთან უცვლელად დატოვა 2026 წლის ფინანსური პროგნოზი და დაადასტურა, რომ ხუთწლიან პერიოდში თავისუფალი ფულადი ნაკადების (Free Cash Flow) კონვერტაციის კოეფიციენტი დაახლოებით 1-ის დონეზე შენარჩუნდება.

გიიომ ფორის განცხადებით, Airbus-ის მთავარი მიზანია მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო ავიაციის მიმართულებით და ამავდროულად მდგრადი ზრდის უზრუნველყოფა.

კომპანიამ აღნიშნა, რომ პროგნოზი ეფუძნება ვარაუდს, რომ გლობალურ ვაჭრობაში, ეკონომიკაში, მიწოდების ჯაჭვებში, საჰაერო ტრანსპორტსა და ტარიფების პოლიტიკაში დამატებითი ნეგატიური ცვლილებები არ მოხდება. ასევე, გათვლებში არ არის ასახული შესაძლო შერწყმებისა და შესყიდვების გავლენა.

Morgan Stanley-ში Airbus-ის განახლებული პროგნოზი მოსალოდნელზე უფრო პოზიტიურად შეაფასეს. საინვესტიციო ბანკის ანალიტიკოსების შეფასებით, ყველაზე დიდი სიურპრიზი სწორედ 5 მილიარდი ევროს აქციების გამოსყიდვის პროგრამა იყო, რომელიც კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის დაახლოებით 1%-ს წელიწადში შეადგენს.

Morgan Stanley-ის პროგნოზით, დივიდენდებთან ერთად Airbus მომდევნო სამი წლის განმავლობაში აქციონერებს თავისუფალი ფულადი ნაკადების დაახლოებით 60%-ს დაუბრუნებს.

ამასთან, კომპანიის პრეზენტაციაში დაზუსტდა, რომ A320 თვითმფრინავების წარმოების ტემპი 2027 წელს თვეში 70-75 ერთეულამდე გაიზრდება, თუმცა შემდგომ პერიოდში თვეში 75 თვითმფრინავის მუდმივი წარმოების შესახებ ადრე გაცხადებული მიზანი აღარ ყოფილა ნახსენები.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Nscale და Anthropic $45-მილიარდიან AI ინფრასტრუქტურის გარიგებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ
AI ტექნოლოგია20 ოქტ. 20263 წთ კითხვა

Nscale და Anthropic $45-მილიარდიან AI ინფრასტრუქტურის გარიგებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ

Nscale და Anthropic დაახლოებით 45 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალ AI ინფრასტრუქტურის გარიგებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. პროექტი დასავლეთ ვირჯინიაში 460-მეგავატიანი მონაცემთა ცენტრის განვითარებასა და Nvidia-ს Vera Rubin ჩიპების გამოყენებას ითვალისწინებს. შეთანხმება ჯერ საბოლოოდ დადასტურებული არ არის და მოლაპარაკებების პირობები შესაძლოა შეიცვალოს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
DeepSeek და Huawei AI ჩიპების ერთობლივ განვითარებაზე მუშაობენ — ჩინეთი Nvidia-ზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს
AI ტექნოლოგია20 ოქტ. 20262 წთ კითხვა

DeepSeek და Huawei AI ჩიპების ერთობლივ განვითარებაზე მუშაობენ — ჩინეთი Nvidia-ზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს

DeepSeek და Huawei AI მოდელებისთვის სპეციალურად მორგებულ ჩიპებზე მუშაობენ. კომპანია Ascend 950DT პროცესორების გამოყენებას 2026 წლის ბოლოს გეგმავს, თუმცა Nvidia-ს ჩიპები ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად უფრო მაღალი გამოთვლითი წარმადობით გამოირჩევა. წარმატების შემთხვევაში, თანამშრომლობამ შესაძლოა ჩინეთის AI ინდუსტრიას ამერიკულ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულების შემცირებაში შეუწყოს ხელი.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
აშშ-ის საფონდო ბაზარი აღდგა - ინვესტორების ყურადღება AI სექტორიდან კორპორაციულ ანგარიშებზე გადადის
AI ტექნოლოგია20 ოქტ. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის საფონდო ბაზარი აღდგა - ინვესტორების ყურადღება AI სექტორიდან კორპორაციულ ანგარიშებზე გადადის

აშშ-ის საფონდო ინდექსები ორშაბათს გაიზარდა გასული კვირის მკვეთრი ვარდნის შემდეგ. თუმცა, AI სექტორში კონკურენციის გაძლიერების, neocloud კომპანიების ფინანსური რისკებისა და ინფრასტრუქტურის დაფინანსების გაძვირების გამო ინვესტორები უფრო მკაცრად აფასებენ კომპანიების რეალურ შემოსავლებსა და მომგებიანობას. ამ კვირაში ყურადღება კვარტალური ფინანსური ანგარიშების შედეგებზე გადაინაცვლებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე