გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის გამო ევროპული აქციები იაფდება

მარიამ ქადარია10 ივლისი, 20262 წთ კითხვა
ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის გამო ევროპული აქციები იაფდება

ახლო აღმოსავლეთში სამხედრო დაპირისპირების გამწვავებამ ევროპულ საფონდო ბირჟებზე ვითარება შეცვალა. ნავთობის გაძვირების გამო კვლავ გაიზარდა ინფლაციის ზრდის რისკი.

პარასკევს ევროპული აქციები თავდაპირველად ტექნოლოგიური კომპანიების კარგი შედეგების ფონზე ძვირდებოდა, თუმცა მოგვიანებით კლება დაიწყო. მიზეზი აშშ-სა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გახდა.

პანევროპული STOXX 600 ინდექსი კვირის განმავლობაში დაახლოებით 2%-ით შემცირდა. ეს აპრილის შუა რიცხვების შემდეგ ყველაზე დიდი ერთკვირიანი ვარდნაა.

აქციების ფასებზე გავლენა მოახდინა აშშ-ის ავიაიერიშებმა ირანულ სამიზნეებზე და ირანის საპასუხო თავდასხმებმა. დაპირისპირების გამო ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა თითქმის შეჩერდა. ეს მარშრუტი ნავთობის საერთაშორისო მიწოდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 77 დოლარამდე გაიზარდა. ნავთობის გაძვირება ინფლაციის ზრდის საფრთხეს აჩენს და ამცირებს იმის ალბათობას, რომ ცენტრალური ბანკები საპროცენტო განაკვეთებს მალე შეამცირებენ.

გეოპოლიტიკური ვითარების გამო ინვესტორების ყურადღების მიღმა დარჩა სამხრეთკორეული კომპანია SK Hynix-ის მიერ აშშ-ის ბირჟაზე 26.5 მილიარდი დოლარის მოზიდვაც. ეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქციების პირველადი საჯარო შეთავაზებაა (IPO).

მიუხედავად ბაზარზე არსებული დაძაბულობისა, რამდენიმე კომპანიის აქციები გაძვირდა. EasyJet-ის აქციების ფასი 13%-ით გაიზარდა,Vodafone-ის აქციები 12%-ით გაძვირდა, St James’s Place-ის აქციების ფასი კი დაახლოებით 5%-ით შემცირდა.

წყარო: Invetsing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Jaguar-მა $130,500-იანი ელექტრომობილი წარადგინა
საფონდო8 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Jaguar-მა $130,500-იანი ელექტრომობილი წარადგინა

Jaguar Land Rover-მა ნიუ-იორკში ახალი ელექტრომობილი, Jaguar Type 01 წარადგინა. ოთხკარიანი ავტომობილის საწყისი ფასი აშშ-ში $130,500 იქნება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
ფლორიდა Meta-სგან მოზარდებისთვის დღეში ორსაათიანი ლიმიტის დაწესებას ითხოვს
AI ტექნოლოგია8 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ფლორიდა Meta-სგან მოზარდებისთვის დღეში ორსაათიანი ლიმიტის დაწესებას ითხოვს

ფლორიდის გენერალურმა პროკურორმა სასამართლოს მიმართა და Meta-სთვის მოზარდებთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესება მოითხოვა. ეს შეზღუდვები Instagram-სა და Facebook-ს შეეხება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
ფარმაცევტული ინდუსტრია ტრამპის ადმინისტრაციას წამლების ფასების ახალი წესის გამო უჩივის
ანალიზი8 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ფარმაცევტული ინდუსტრია ტრამპის ადმინისტრაციას წამლების ფასების ახალი წესის გამო უჩივის

აშშ-ის ფარმაცევტული კომპანიების მთავარი ლობისტური ორგანიზაცია PhRMA ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის. დავა ახალ წესს ეხება, რომლის მიხედვითაც Medicare საავადმყოფოებში გამოყენებული ზოგიერთი წამლის ანაზღაურებას სხვა ქვეყნებში მოქმედ ფასებზე დაყრდნობით განსაზღვრავს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე