გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
განათლება

Alaska LNG-ის პროექტი საკანონმდებლო შეფერხების გამო გაჭიანურდა

მარიამ ქადარია14 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
Alaska LNG-ის პროექტი საკანონმდებლო შეფერხების გამო გაჭიანურდა

ალასკის გუბერნატორმა მაიკ დანლივიმ გააკრიტიკა კანონმდებლების გადაწყვეტილება, რომლებმაც Alaska LNG-ის პროექტისთვის საჭირო საგადასახადო ცვლილება კენჭისყრაზე არ გაიტანეს. მისი შეფასებით, ამან შესაძლოა ინვესტორებისა და პოტენციური პარტნიორების ნდობაზე უარყოფითად იმოქმედოს.

საუბარია დაახლოებით 50 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტზე, რომელიც გაზსადენისა და თხევადი ბუნებრივი აირის საექსპორტო ტერმინალის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტი აზიის ბაზრისთვის გაზის მიწოდებასთან ერთად, ალასკის შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილებასაც ემსახურება.

დანლივი კანონმდებლებს 20 აგვისტოს შეკრებისა და საკითხის ხელახლა განხილვისკენ მოუწოდებს. დანლივის თქმით, ალასკაში ხელმისაწვდომი ბუნებრივი აირის მიწოდების პრობლემა წლებია არსებობს, ხოლო პროექტის კიდევ უფრო გაჭიანურება ხარჯებს გაზრდის.

Alaska LNG-ს მხარს ტრამპის ადმინისტრაციაც უჭერს. პროექტით განსაკუთრებით იაპონიაა დაინტერესებული. JERA-მ და Tokyo Gas-მა წინასწარი შეთანხმებები გააფორმეს და წელიწადში ჯამურად 2 მილიონი ტონა LNG-ის შეძენას გეგმავენ.

პროექტის დაწყებამდე Glenfarne-ს მყიდველებთან დამატებითი ხელშეკრულებების გაფორმება სჭირდება. კომპანიის მიზანია, წინასწარ გაყიდოს დაგეგმილი წლიური 20 მილიონი ტონა LNG-ის 80%, რაც პროექტის დაფინანსებისთვის აუცილებელია.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო13 ნოე. 20263 წთ კითხვა

Mizuho-მ კიბერუსაფრთხოების სექტორის ხუთი ყველაზე პერსპექტიული აქცია დაასახელა

საინვესტიციო ბანკის ანალიტიკოსები განსაკუთრებით მაღალ მოთხოვნას მონაცემთა მართვის, Zero Trust უსაფრთხოებისა და კიბერშეტევებისგან აღდგენის ტექნოლოგიებზე ხედავენ. რეიტინგის სათავეში Snowflake მოხვდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია12 ნოე. 20262 წთ კითხვა

Goldman Sachs: AI-ზე დანახარჯები 2027 წლის ბოლოსთვის $1.4 ტრილიონს მიაღწევს

საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, ხელოვნური ინტელექტი 2027 წელს აშშ-ში ბიზნესინვესტიციების ზრდის მთავარი მამოძრავებელი იქნება. AI-სთან დაკავშირებული ხარჯები ქვეყნის ეკონომიკის თითქმის 4%-ის ეკვივალენტური გახდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო12 ნოე. 20261 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბირჟები რეკორდულ ნიშნულზე ავიდა - ტექნოლოგიურ სექტორში ვარდნამ ზრდა ვერ შეაჩერა

STOXX 600-ის ინდექსი 0.4%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ევროპულ ბაზრებს კორპორაციული ანგარიშგების ძლიერი სეზონი და ტექნოლოგიურ გიგანტებზე შედარებით დაბალი დამოკიდებულება დაეხმარა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე