გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Alibaba ხელოვნურ ინტელექტში ინვესტირებისთვის $10.2 მილიარდის აქციებს გაყიდის

მარიამ ქადარია24 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
Alibaba ხელოვნურ ინტელექტში ინვესტირებისთვის $10.2 მილიარდის აქციებს გაყიდის

Alibaba ჰონგ-კონგის ბირჟაზე 80 მილიარდი ჰონგ-კონგური დოლარის, დაახლოებით 10.2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქციებს გაყიდის. მიღებული თანხა მთლიანად ხელოვნური ინტელექტის განვითარებას მოხმარდება.

კომპანია 710 მილიონი აქციის გაყიდვას გეგმავს, თითოეულის ფასი 112.70 ჰონგ-კონგური დოლარი იქნება. თუ გარიგება დასრულდება, ეს ჰონგ-კონგის ბირჟაზე რეგისტრირებული კომპანიის მიერ დამატებითი აქციების გაყიდვის ყველაზე დიდი შემთხვევა იქნება.

Alibaba თანხის ჩიპებში, საჭირო ტექნიკურ ინფრასტრუქტურასა და ხელოვნური ინტელექტის მოდელების შექმნასა და დანერგვაში დახარჯვას გეგმავს.

Alibaba-მ გასულ კვირას განაცხადა, რომ ხელოვნურ ინტელექტზე დაგეგმილი სამწლიანი ინვესტიციების თითქმის ნახევარი უკვე დახარჯა. მეორე კვარტალში კომპანიის წმინდა მოგება წლიურად 75%-ით შემცირდა, რაც დიდწილად ამ მიმართულებით გაზრდილ ხარჯებს უკავშირდება.

აქციების შეთავაზებაზე მოთხოვნა მაღალი აღმოჩნდა. გარიგებით დაინტერესდნენ სახელმწიფო საინვესტიციო ფონდებიც, რის შემდეგაც Alibaba-მ გასაყიდი აქციების მოცულობა გაზარდა.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Amazon პრემიუმ ტაბლეტების ახალ ხაზს უშვებს და Apple-ს კონკურენციას უმძაფრებს
ანალიზი8 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Amazon პრემიუმ ტაბლეტების ახალ ხაზს უშვებს და Apple-ს კონკურენციას უმძაფრებს

Amazon-მა სამი ახალი Alexa-თი აღჭურვილი ტაბლეტი წარადგინა და Google Play Store-ის ინტეგრაციით პრემიუმ სეგმენტში Apple-სა და Samsung-ს კონკურენციას უმძაფრებს. ახალი მოწყობილობების ფასი $230-დან $500-მდე იქნება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Jaguar-მა $130,500-იანი ელექტრომობილი წარადგინა
საფონდო8 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Jaguar-მა $130,500-იანი ელექტრომობილი წარადგინა

Jaguar Land Rover-მა ნიუ-იორკში ახალი ელექტრომობილი, Jaguar Type 01 წარადგინა. ოთხკარიანი ავტომობილის საწყისი ფასი აშშ-ში $130,500 იქნება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
ფლორიდა Meta-სგან მოზარდებისთვის დღეში ორსაათიანი ლიმიტის დაწესებას ითხოვს
AI ტექნოლოგია8 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ფლორიდა Meta-სგან მოზარდებისთვის დღეში ორსაათიანი ლიმიტის დაწესებას ითხოვს

ფლორიდის გენერალურმა პროკურორმა სასამართლოს მიმართა და Meta-სთვის მოზარდებთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესება მოითხოვა. ეს შეზღუდვები Instagram-სა და Facebook-ს შეეხება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე