გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
განათლება

Amazon-ის წინააღმდეგ აშშ-ში ახალი სარჩელი შეიტანეს

მარიამ ქადარია1 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა
Amazon-ის წინააღმდეგ აშშ-ში ახალი სარჩელი შეიტანეს

აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ (FTC) Amazon-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საქმეს 20-ზე მეტი შტატიც შეუერთდა.

Amazon-ს საკუთარ სავაჭრო პლატფორმაზე რეკლამის ფასებით მანიპულირებას ედავებიან. ბრალდების მიხედვით, კომპანია რეკლამის განთავსებისთვის საჭირო მინიმალურ ფასს ფარულად ზრდიდა და ამის შესახებ რეკლამის დამკვეთებს სათანადო ინფორმაციას არ აწვდიდა.

შედეგად, კომპანიებს Amazon-ზე საკუთარი პროდუქციის რეკლამირებისთვის უფრო მეტის გადახდა უწევდათ. საუბარია მილიარდობით დოლარის შესაძლო ზარალზე. საქმეში ჩართულმა შტატებმა შესაძლოა Amazon-ისგან ჯარიმებისა და თანხის ნაწილის დაბრუნებაც მოითხოვონ.

ეს FTC-სა და Amazon-ს შორის პირველი დავა არ არის. გასული წლის სექტემბერში კომპანიამ Prime-ის გამოწერებთან დაკავშირებული საქმის მოსაგვარებლად 2.5 მილიარდი დოლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა. მაშინ Amazon-ს მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას ედავებოდნენ.

ახალი სარჩელის გავრცელების შემდეგ Amazon-ის აქციები დაახლოებით 3%-ით შემცირდა.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

აშშ-ის საფონდო ფიუჩერსები იზრდება - Tesla-ს აქციები Roadster-ის პრეზენტაციის შემდეგ გაძვირდა
საფონდო16 ოქტ. 20263 წთ კითხვა

აშშ-ის საფონდო ფიუჩერსები იზრდება - Tesla-ს აქციები Roadster-ის პრეზენტაციის შემდეგ გაძვირდა

აშშ-ის საფონდო ფიუჩერსები პარასკევს გაიზარდა, თუმცა S&P 500 და Nasdaq კვირის ჭრილში კვლავ კლებას აჩვენებდნენ. Tesla-ს აქციები Roadster-ის დემონსტრაციის შემდეგ გაძვირდა, ხოლო Strategy და CoreWeave ზეწოლის ქვეშ დარჩნენ ინდექსებიდან შესაძლო გამორიცხვისა და AI ინფრასტრუქტურის დაფინანსების რისკების გამო. ამავე დროს, Cohen & Steers-ისა და Alcoa-ს აქციებს ფინანსურმა შედეგებმა, Site Centers-ის შემთხვევაში კი სპეციალური დივიდენდის გამოცხადებამ შეუწყო ხელი.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
გერმანია სიგარეტზე, შაქრიან სასმელებსა და ალკოჰოლზე გადასახადებს ზრდის
საფონდო16 ოქტ. 20262 წთ კითხვა

გერმანია სიგარეტზე, შაქრიან სასმელებსა და ალკოჰოლზე გადასახადებს ზრდის

გერმანია 2027 წლიდან თამბაქოს, შაქრიან სასმელებსა და ალკოჰოლის გარკვეულ სახეობებზე გადასახადებს ზრდის. მოსალოდნელია, რომ ცვლილებები მილიარდობით ევროს დამატებით შემოსავალს მოიტანს და ჯანდაცვის ხარჯების შემცირებას შეუწყობს ხელს. თუმცა, თამბაქოს გადასახადის ზრდას ოპოზიცია აკრიტიკებს და მომხმარებლებისთვის დამატებით ტვირთად მიიჩნევს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
აშშ მსოფლიო ბანკისგან ნავთობისა და გაზის პროექტების დაფინანსების აღდგენას ითხოვს
მაკრო16 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ მსოფლიო ბანკისგან ნავთობისა და გაზის პროექტების დაფინანსების აღდგენას ითხოვს

აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტს სურს, მსოფლიო ბანკმა ნავთობისა და გაზის პროექტების დაფინანსებაზე არსებული შეზღუდვები მოხსნას.

მარიამ ქადარიაწაიკითხე