გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Amazon-მა 25 მილიარდი დოლარის ობლიგაციები გაყიდა

მარიამ ქადარია8 ივლისი, 20261 წთ კითხვა
Amazon-მა 25 მილიარდი დოლარის ობლიგაციები გაყიდა

Amazon-მა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით დაგეგმილი პროექტების დასაფინანსებლად 25 მილიარდი დოლარი მოიზიდა. კომპანია მიღებულ თანხას ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განვითარებას მოახმარს.

ფინანსური რესურსის მოსაზიდად Amazon-მა საინვესტიციო კლასის ობლიგაციები გამოუშვა. ინვესტორების მოთხოვნამ 62 მილიარდ დოლარს მიაღწია, თუმცა ეს მარტში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე დაბალია, როდესაც მოთხოვნა თითქმის ორჯერ მეტი იყო.

ეს Amazon-ისთვის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დაფინანსებაა. კომპანიის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოზიდულმა ვალმა უკვე 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ეს თანხა 2026 წლისთვის დაგეგმილი 200 მილიარდი დოლარის საინვესტიციო პროგრამის ნაწილია. ობლიგაციები რვა სხვადასხვა ვადით გაიყიდა, მათი დაფარვის პერიოდი კი 3-დან 40 წლამდე მერყეობს. მაღალი საკრედიტო რეიტინგის გამო კომპანიამ დაფინანსება მოსალოდნელზე უკეთესი პირობებით მოიზიდა.

ანალიტიკოსების შეფასებით, ამ გარიგების შემდეგ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ვალის საერთო მოცულობამ მსოფლიოში წელს 335 მილიარდ დოლარს მიაღწია. Amazon-ში აცხადებენ, რომ 2026 წლის ბოლომდე დამატებითი ვალის აღებას აღარ გეგმავენ.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Uber-ის ავტონომიური ტრანსპორტის მიმართულებას კიდევ ერთი ხელმძღვანელი ტოვებს
ანალიზი13 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Uber-ის ავტონომიური ტრანსპორტის მიმართულებას კიდევ ერთი ხელმძღვანელი ტოვებს

Uber-ის ავტონომიური მობილობისა და მიწოდების გლობალური ხელმძღვანელი სარფრაზ მარედია კომპანიას 16 ნოემბერს დატოვებს. საკადრო ცვლილება ხდება იმ ფონზე, როდესაც Uber უმძღოლო ავტომობილების კომერციული გამოყენების გაფართოებასა და ამ მიმართულებაში 10 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
სმარტფონების გლობალური მიწოდება 14 წლის ყველაზე დაბალ დონეზეა
AI ტექნოლოგია13 ოქტ. 20261 წთ კითხვა

სმარტფონების გლობალური მიწოდება 14 წლის ყველაზე დაბალ დონეზეა

ივლისიდან სექტემბრამდე სავაჭრო ქსელებმა მწარმოებლებისგან წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 20%-ით ნაკლები სმარტფონი მიიღეს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
ევროკავშირი ნავთობისა და გაზის კომპანიებისთვის დამატებითი გადასახადის შემოღებას განიხილავს
მაკრო13 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ევროკავშირი ნავთობისა და გაზის კომპანიებისთვის დამატებითი გადასახადის შემოღებას განიხილავს

ევროკომისია განიხილავს, დაწესდეს თუ არა ევროკავშირის მასშტაბით დამატებითი გადასახადი ნავთობისა და გაზის კომპანიებზე, რომლებმაც ენერგორესურსების გაძვირების შედეგად მნიშვნელოვნად მეტი მოგება მიიღეს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე