გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

AMD-ის აქციების ფასი რეკორდულად გაიზარდა

მარიამ ქადარია7 ივლისი, 20261 წთ კითხვა
AMD-ის აქციების ფასი რეკორდულად გაიზარდა

AMD-ის აქციების ფასი ბოლო ერთ წელში 300%-ზე მეტით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. მიუხედავად ასეთი ზრდისა, ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტის ბაზარზე კომპანიას დამატებითი შესაძლებლობები ისევ აქვს.

2026 წლის პირველ კვარტალში AMD-ის შემოსავალი 38%-ით გაიზარდა და 10.3 მილიარდ დოლარს მიაღწია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მონაცემთა ცენტრების მიმართულება, სადაც გაყიდვები 57%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში კომპანიის მოგება ერთ აქციაზე 43%-ით გაიზარდა.

AMD-ისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ე.წ. აგენტური ხელოვნური ინტელექტის განვითარებას უკავშირდება. ეს არის სისტემები, რომლებსაც დავალებების შესრულება ადამიანის მუდმივი ჩარევის გარეშე შეუძლიათ. ასეთ მოდელებს მხოლოდ გრაფიკული პროცესორები არ სჭირდებათ. იზრდება ცენტრალურ პროცესორებზე მოთხოვნაც, რაც AMD-ისთვის ხელსაყრელი ფაქტორია, რადგან მისი EPYC პროცესორები სერვერების ბაზარზე ძლიერ პოზიციას იკავებს.

რისკებიც რჩება. AMD კონკურენციას უწევს Intel-სა და Nvidia-ს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტისთვის საკუთარ პროცესორებს ავითარებენ. AMD-ის აქციები ამჟამად საკმაოდ ძვირია, ამიტომ კომპანიის სუსტმა ფინანსურმა შედეგებმა შესაძლოა მათი ფასი შეამციროს, თუმცა კომპანიის შემოსავლების ზრდა, მონაცემთა ცენტრების მიმართულების გაძლიერება და პროცესორებზე მზარდი მოთხოვნა AMD-ს ინვესტორებისთვის კვლავ საინტერესო კომპანიად ტოვებს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Securitize-მა Apple-ის, Nvidia-სა და Microsoft-ის აქციების ციფრული ვერსიებით ვაჭრობა დაიწყო
კრიპტო9 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Securitize-მა Apple-ის, Nvidia-სა და Microsoft-ის აქციების ციფრული ვერსიებით ვაჭრობა დაიწყო

ციფრული აქტივების კომპანია Securitize მომხმარებლებს Apple-ის, Nvidia-სა და Microsoft-ის აქციების ტოკენიზებულ ვერსიებს სთავაზობს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
Waymo-მ გაფართოებისთვის $5 მილიარდის დაფინანსება მიიღო
საფონდო9 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Waymo-მ გაფართოებისთვის $5 მილიარდის დაფინანსება მიიღო

Alphabet-ის ავტონომიური ავტომობილების კომპანია Waymo-მ $5-მილიარდიანი სესხის შეთანხმება გააფორმა. ეს კომპანიის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც მან გაფართოებისთვის სესხით დაფინანსება გამოიყენა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
აშშ-მ Microsoft-ისა და სხვა მსხვილი კომპანიების მწვანე ბარათის განაცხადების განხილვა შეაჩერა
ანალიზი9 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ-მ Microsoft-ისა და სხვა მსხვილი კომპანიების მწვანე ბარათის განაცხადების განხილვა შეაჩერა

აშშ-ის მთავრობამ Microsoft-ის, Adobe-ისა და რამდენიმე მსხვილი საკონსულტაციო კომპანიის მიერ თანამშრომლებისთვის წარდგენილი მწვანე ბარათის განაცხადების განხილვა შეაჩერა. გადაწყვეტილება ეხება Cognizant-ს, Infosys-ს, Tata Consultancy Services-ს, Wipro-ს, HCL-სა და Capgemini-საც.

მარიამ ქადარიაწაიკითხე