ამერიკელი ინვესტორები Lukoil-ის უცხოურ აქტივებს შეიძენენ

ამერიკელი მილიარდერის, ტოდ ბოელის, საინვესტიციო ჯგუფმა სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია Lukoil-ის უცხოური აქტივების შესაძენად შეთანხმება გააფორმა. გარიგებაში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციაც მონაწილეობს.
Lukoil-ის უცხოური აქტივების ღირებულება დაახლოებით 16 მილიარდ დოლარს შეადგენს. შეთანხმების მიხედვით, ამერიკელი ინვესტორები მათ Lukoil-ის 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ფასიან ქაღალდებში გაცვლიან.
საუბარია 11 ქვეყანაში არსებულ ბიზნესზე, მათ შორის აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ნავთობის საბადოებზე, ევროპულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ავტოგასამართ სადგურებზე. საბადოებზე დღეში დაახლოებით 350 ათასი ბარელი ნავთობი მოიპოვება.
გარიგებას აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ნებართვა სჭირდება. ფასიანი ქაღალდები სპეციალურ ანგარიშზე დარჩება, რათა Lukoil-მა სანქციების გვერდის ავლით თანხა ვერ მიიღოს. გარიგების დასრულებას შესაძლოა ერთ წლამდე დასჭირდეს.
წყარო: Reuters
მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.





