გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტისთვის ახალი ტექნოლოგია წარადგინა

მარიამ ქადარია31 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტისთვის ახალი ტექნოლოგია წარადგინა

Anthropic-მა Model Hardware Standard-ის საცდელი ვერსია წარადგინა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სისტემებს ლაბორატორიებსა და საწარმოებში სხვადასხვა მოწყობილობის მართვის საშუალებას აძლევს.

ახალი სტანდარტით ერთ სისტემას რამდენიმე ტიპის მოწყობილობასთან მუშაობა შეუძლია, მათ შორის მიკროსკოპთან, სითხეების დასამუშავებელ დანადგართან და რობოტულ მკლავთან.

Anthropic-ის თქმით, მთავარი მიზანია სხვადასხვა აპარატურის დაკავშირება გაცილებით სწრაფი და მარტივი გახდეს.

პროექტს უკვე რამდენიმე კომპანია უერთდება. მათ შორის არიან Amazon Web Services, Tecan, Universal Robots, Danaher, Doosan Robotics და QIAGEN. ისინი სტანდარტს საკუთარ ლაბორატორიულ მოწყობილობებსა და რობოტულ სისტემებში გამოიყენებენ და მის მუშაობას შეაფასებენ.

Anthropic ჯერ საცდელ ეტაპზეა და პარტნიორებთან ერთად უსაფრთხოების საკითხებსაც შეისწავლის. მოგვიანებით კომპანია სტანდარტის კოდის საჯაროდ გამოქვეყნებას გეგმავს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

აშშ-ის საფონდო ფიუჩერსები იზრდება - Tesla-ს აქციები Roadster-ის პრეზენტაციის შემდეგ გაძვირდა
საფონდო16 ოქტ. 20263 წთ კითხვა

აშშ-ის საფონდო ფიუჩერსები იზრდება - Tesla-ს აქციები Roadster-ის პრეზენტაციის შემდეგ გაძვირდა

აშშ-ის საფონდო ფიუჩერსები პარასკევს გაიზარდა, თუმცა S&P 500 და Nasdaq კვირის ჭრილში კვლავ კლებას აჩვენებდნენ. Tesla-ს აქციები Roadster-ის დემონსტრაციის შემდეგ გაძვირდა, ხოლო Strategy და CoreWeave ზეწოლის ქვეშ დარჩნენ ინდექსებიდან შესაძლო გამორიცხვისა და AI ინფრასტრუქტურის დაფინანსების რისკების გამო. ამავე დროს, Cohen & Steers-ისა და Alcoa-ს აქციებს ფინანსურმა შედეგებმა, Site Centers-ის შემთხვევაში კი სპეციალური დივიდენდის გამოცხადებამ შეუწყო ხელი.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
გერმანია სიგარეტზე, შაქრიან სასმელებსა და ალკოჰოლზე გადასახადებს ზრდის
საფონდო16 ოქტ. 20262 წთ კითხვა

გერმანია სიგარეტზე, შაქრიან სასმელებსა და ალკოჰოლზე გადასახადებს ზრდის

გერმანია 2027 წლიდან თამბაქოს, შაქრიან სასმელებსა და ალკოჰოლის გარკვეულ სახეობებზე გადასახადებს ზრდის. მოსალოდნელია, რომ ცვლილებები მილიარდობით ევროს დამატებით შემოსავალს მოიტანს და ჯანდაცვის ხარჯების შემცირებას შეუწყობს ხელს. თუმცა, თამბაქოს გადასახადის ზრდას ოპოზიცია აკრიტიკებს და მომხმარებლებისთვის დამატებით ტვირთად მიიჩნევს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
აშშ მსოფლიო ბანკისგან ნავთობისა და გაზის პროექტების დაფინანსების აღდგენას ითხოვს
მაკრო16 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ მსოფლიო ბანკისგან ნავთობისა და გაზის პროექტების დაფინანსების აღდგენას ითხოვს

აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტს სურს, მსოფლიო ბანკმა ნავთობისა და გაზის პროექტების დაფინანსებაზე არსებული შეზღუდვები მოხსნას.

მარიამ ქადარიაწაიკითხე