გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

Anthropic-მა ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა აღადგინა

მარიამ ქადარია3 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა
Anthropic-მა ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა აღადგინა

აშშ-ის ვაჭრობის მინისტრ ჰოვარდ ლუტნიკის თქმით, Anthropic-სა და თეთრ სახლს შორის ურთიერთობა გამოსწორდა.

კომპანიასა და აშშ-ის ხელისუფლებას შორის უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც Anthropic-მა უარი თქვა, Claude შიდა თვალთვალისა და ავტონომიური იარაღის სისტემებისთვის გამოეყენებინათ. ამის შემდეგ პენტაგონმა კომპანიას გარკვეულ სამხედრო კონტრაქტებზე წვდომა შეუზღუდა.

Anthropic-მა გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა და 27 აგვისტოს ფედერალურმა სასამართლომ დავა მის სასარგებლოდ გადაწყვიტა. რამდენიმე დღის შემდეგ ლუტნიკმა განაცხადა, რომ კომპანიამ თეთრ სახლთან ურთიერთობა აღადგინა.

იმავე დღეს Anthropic-ის თანადამფუძნებელი ტომ ბრაუნი G20-ის ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე გამოვიდა. მან ქვეყნებს მოუწოდა, მონაცემთა ცენტრების მშენებლობისთვის საჭირო ნებართვების გაცემა გაამარტივონ.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Altera აშშ-ში IPO-სთვის ემზადება
საფონდო16 სექ. 20261 წთ კითხვა

Altera აშშ-ში IPO-სთვის ემზადება

ჩიპების მწარმოებელმა Altera-მ აშშ-ში აქციების პირველადი საჯარო შეთავაზებისთვის კონფიდენციალური განაცხადი შეიტანა. კომპანია IPO-თი $2 მილიარდზე მეტის მიღებას განიხილავს. ამ შემთხვევაში აღნიშნული ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნახევარგამტარების სექტორის IPO იქნება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
Santos-მა LNG-ზე ორი გრძელვადიანი შეთანხმება გააფორმა
მაკრო16 სექ. 20261 წთ კითხვა

Santos-მა LNG-ზე ორი გრძელვადიანი შეთანხმება გააფორმა

ავსტრალიურმა ენერგეტიკულმა კომპანია Santos-მა თხევად ბუნებრივ აირზე ორი გრძელვადიანი შეთანხმება გააფორმა. ერთი მათგანი სამხრეთკორეულ POSCO Steel-თან LNG-ის გაყიდვას, მეორე კი კანადაში დაგეგმილი Ksi Lisims-ის პროექტიდან გაზის შეძენას ეხება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
აშშ-ის სენატი კრიპტობაზრის ახალი წესების კანონპროექტს განიხილავს
კრიპტო16 სექ. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის სენატი კრიპტობაზრის ახალი წესების კანონპროექტს განიხილავს

აშშ-ის სენატში კრიპტობაზრის რეგულირების შესახებ CLARITY Act-მა განხილვის გასაგრძელებლად საჭირო 60 ხმა ვერ მოაგროვა. კანონპროექტს 50 სენატორმა დაუჭირა მხარი, 49-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე