გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

Anthropic Nscale-თან $45-მილიარდიან შეთანხმებას აფორმებს

მარიამ ქადარია27 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
Anthropic Nscale-თან $45-მილიარდიან შეთანხმებას აფორმებს

Anthropic-მა Nscale-თან ექვსწლიანი, 45 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმება გააფორმა. კომპანია დასავლეთ ვირჯინიაში მდებარე Nscale-ის მონაცემთა ცენტრის სიმძლავრეს საკუთარი ხელოვნური ინტელექტის მოდელების მუშაობისთვის გამოიყენებს.

Nscale Anthropic-ისთვის Nvidia-ს Vera Rubin ჩიპებს გამოიყენებს. შეთანხმება დაახლოებით 460 მეგავატ სიმძლავრეს მოიცავს, რაც დაახლოებით 345 ათასი ამერიკული სახლის ერთდროულ ელექტრომომარაგებას შეესაბამება.

Anthropic ბოლო თვეებში მსგავსი მასშტაბური შეთანხმებების დადებას აქტიურად აგრძელებს. კომპანიას უკვე აქვს 50 მილიარდი დოლარის შეთანხმება Fluidstack-თან, 10 მილიარდიანი Volta Infra Holdings-თან და 45 მილიარდიანი SpaceX-თან.

Nscale-ის დასავლეთ ვირჯინიის პროექტი საბოლოოდ სამ შენობას მოიცავს და საერთო სიმძლავრე 1.35 გიგავატი იქნება. მთელი კომპლექსის მშენებლობა და ადგილზე ელექტროსადგურის მოწყობა დაახლოებით 71 მილიარდი დოლარი დაჯდება, საიდანაც 47 მილიარდი ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო ჩიპებზე დაიხარჯება.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო26 ნოე. 20262 წთ კითხვა

ოქროს ფასი იცვლება - ინფლაციის ზრდა განაკვეთის მატების მოლოდინს ზრდის

სპოტ ოქრო დოლარის გამყარების ფონზე მცირედ გაიაფდა, მაშინ როცა ოქროს ფიუჩერსები გაიზარდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო26 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპული საფონდო ბირჟები მკვეთრად გაიზარდა

STOXX 600 დილის ვაჭრობაში 1.3%-ით გაიზარდა. ინვესტორების განწყობა გააუმჯობესა აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკის შესახებ ახალმა დეტალებმ.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია26 ნოე. 20262 წთ კითხვა

აზიის ტექნოლოგიური აქციები გაიზარდა

ტექნოლოგიური კომპანიების აქციებზე მოთხოვნა გაიზარდა მას შემდეგ, რაც AI სექტორის მიმართ გაჩენილმა ეჭვებმა ბაზარზე მნიშვნელოვანი ვარდნა გამოიწვია.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე