Apple ამერიკული ტიტანის შესაძენად $100 მილიონამდე დახარჯავს

Apple მომდევნო სამი წლის განმავლობაში ამერიკული წარმოების ტიტანის შესაძენად 100 მილიონ დოლარამდე დახარჯავს. კომპანია პენსილვანიაში მდებარე Perryman Company-სთან თანამშრომლობას აფართოებს. ეს კომპანია ტიტანს Apple-ის ახალი დასაკეცი სმარტფონის, iPhone Duo-ს კორპუსისთვის დაამზადებს.
ტიტანი პენსილვანიაში დამუშავდება და მასალის მინიმუმ 80% გადამუშავებული ტიტანი იქნება. Apple-ის განცხადებით, გამოყენებული შენადნობი ტელეფონის კორპუსს უფრო გამძლეს გახდის.
Apple ამერიკულ Qnity Electronics-თან თანამშრომლობასაც აფართოებს. კომპანია iPhone 18 Pro-ს კამერისთვის საჭირო სპეციალურ საფარს დაამზადებს. ახალი ტექნოლოგია კამერას სხვადასხვა განათების პირობებზე უკეთ მორგების საშუალებას მისცემს.
Apple-ის ინფორმაციით, iPhone Duo-სა და iPhone 18 Pro-ს თითქმის 100 კომპონენტს ამერიკული კომპანიები ამზადებენ. მისი პარტნიორები აშშ-ის ათზე მეტ შტატში მუშაობენ.
ახალი შეთანხმებები Apple-ის ოთხწლიანი, 600-მილიარდდოლარიანი საინვესტიციო გეგმის ნაწილია, რომელიც აშშ-ში მაღალტექნოლოგიური წარმოების გაფართოებას ითვალისწინებს.
წყარო: Yahoo Finance
მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.






