გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

Apple-მა არასრულწლოვანთა უსაფრთხოების გამო Talkie აპლიკაცია წაშალა

ნუცა ტყეშელაშვილი26 ნოემბერი, 20261 წთ კითხვა
Apple-მა არასრულწლოვანთა უსაფრთხოების გამო Talkie აპლიკაცია წაშალა

Apple-მა მიმდინარე კვირაში ჩინური AI-კომპანია MiniMax-ის პოპულარული ჩატბოტი Talkie App Store-იდან მსოფლიოს მასშტაბით წაშალა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მედიაში გავრცელებული ცნობები, რომელთა მიხედვითაც აპლიკაციის ხელოვნური ინტელექტით გენერირებული პერსონაჟები არასრულწლოვანებს სექსუალური ხასიათის შეტყობინებებს უგზავნიდნენ.

2023 წელს გამოშვებული Talkie მომხმარებლებს სხვადასხვა ვირტუალურ პერსონაჟთან საუბრის შესაძლებლობას სთავაზობს. მათთან ურთიერთობა ხშირად რომანტიკულ ელემენტებსაც მოიცავს. შანხაიში დაფუძნებულ MiniMax-ს აპლიკაციის ჩინური ვერსიაც აქვს, სახელწოდებით Xingye.

ოთხშაბათს ABC News-მა და საგამოძიებო ჟურნალისტიკის ბიურომ გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, აპლიკაციის პერსონაჟები ბავშვებს სექსუალურად შეუსაბამო და შეურაცხმყოფელი შინაარსის შეტყობინებებს უგზავნიდნენ.

Talkie-ს როგორც Apple App Store-ში, ისე Google Play Store-ში 18+ ასაკობრივი შეზღუდვა აქვს. რეგისტრაციის პირობები კი ქვეყნების მიხედვით განსხვავდება: ზოგიერთ რეგიონში 14 წლამდე, სხვაგან კი 16 წლამდე ასაკის მომხმარებლებს ანგარიშის შექმნა ეკრძალებათ. მიუხედავად ამისა, ბავშვთა უსაფრთხოების დამცველი ორგანიზაციები აპლიკაციის ასაკის გადამოწმების მექანიზმებს აკრიტიკებენ. მათი შეფასებით, სისტემა არასაკმარისად მკაცრია, რადგან მომხმარებლებს ასაკის დამოუკიდებლად მითითების საშუალებას აძლევს.

MiniMax-სა და Apple-ს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

კვლევითი კომპანია Sensor Tower-ის მონაცემებით, Talkie რამდენიმე ენაზეა ხელმისაწვდომი და განსაკუთრებით პოპულარულია აშშ-ში, ფილიპინებსა და მექსიკაში.

ChatGPT-ისა და Gemini-ის მსგავსი AI-ასისტენტებისგან განსხვავებით, ვირტუალური თანამოსაუბრეების აპლიკაციები მომხმარებელთან ხანგრძლივი ემოციური ურთიერთობისა და ადამიანთან მიმსგავსებული კომუნიკაციისთვის არის შექმნილი. ზოგიერთი მათგანი მომხმარებლებს ჩართულობის გასაზრდელად სიუჟეტურ გამოცდილებასაც სთავაზობს.

Talkie და Xingye MiniMax-ის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროები იყო. 2024 წელს ამ პროდუქტებზე კომპანიის შემოსავლის 60%-ზე მეტი მოდიოდა. მიმდინარე წელს MiniMax-მა ჩატბოტებთან დაკავშირებული შემოსავლების ცალკე გამოქვეყნება შეწყვიტა. ჩინური კვლევითი კომპანია Unique-ის მონაცემებით, 2026 წლის ოქტომბრისთვის Talkie-ს აპლიკაციასა და ვებსაიტს ჯამში დაახლოებით 11 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა თვეში.

იანვარში ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე IPO-ს შემდეგ MiniMax-მა სტრატეგიული აქცენტი საწარმოებისთვის განკუთვნილ კოდირების ინსტრუმენტებსა და მულტიმოდალურ AI-მოდელებზე გადაიტანა. მათ შორისაა MiniMax M1 და Hailuo-02.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო26 ნოე. 20262 წთ კითხვა

ოქროს ფასი იცვლება - ინფლაციის ზრდა განაკვეთის მატების მოლოდინს ზრდის

სპოტ ოქრო დოლარის გამყარების ფონზე მცირედ გაიაფდა, მაშინ როცა ოქროს ფიუჩერსები გაიზარდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო26 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპული საფონდო ბირჟები მკვეთრად გაიზარდა

STOXX 600 დილის ვაჭრობაში 1.3%-ით გაიზარდა. ინვესტორების განწყობა გააუმჯობესა აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკის შესახებ ახალმა დეტალებმ.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია26 ნოე. 20262 წთ კითხვა

აზიის ტექნოლოგიური აქციები გაიზარდა

ტექნოლოგიური კომპანიების აქციებზე მოთხოვნა გაიზარდა მას შემდეგ, რაც AI სექტორის მიმართ გაჩენილმა ეჭვებმა ბაზარზე მნიშვნელოვანი ვარდნა გამოიწვია.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე