გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

აშშ ენერგეტიკისთვის საჭირო ჩიპების განვითარებას $389 მილიონით დააფინანსებს

მარიამ ქადარია23 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
აშშ ენერგეტიკისთვის საჭირო ჩიპების განვითარებას $389 მილიონით დააფინანსებს

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრო ოთხი კომპანიისთვის ჯამში 389 მილიონ დოლარამდე გამოყოფს ნახევარგამტარების, ენერგეტიკული ტექნოლოგიებისა და ჩიპების წარმოებისთვის საჭირო მასალების კვლევაზე. სანაცვლოდ მთავრობა თითოეულ კომპანიაში მცირე წილს მიიღებს, თუმცა ხმის უფლება არ ექნება და მათ მართვაში არ ჩაერთვება.

Helion 175 მილიონ დოლარამდე მიიღებს მაღალი ძაბვის ნახევარგამტარებისა და ბირთვული შერწყმის ენერგიისთვის საჭირო ტექნოლოგიების შესაქმნელად.

Commonwealth Fusion Systems-ს კი 85 მილიონი დოლარი გადაეცემა რადიაციისადმი გამძლე ელექტრონიკისა და რობოტული სისტემების განვითარებისთვის.

Vertical Semiconductor, რომელიც MIT-დან შეიქმნა, 73 მილიონ დოლარამდე მიიღებს გალიუმის ნიტრიდის ჩიპების განვითარებისთვის. ასეთი ჩიპები მონაცემთა ცენტრებში ელექტროენერგიის უფრო ეფექტიანად გამოყენებას უწყობს ხელს.

56 მილიონი დოლარი Sibelco North America-ს გადაეცემა ულტრამაღალი სისუფთავის კვარცის დასამუშავებლად. ეს მასალა ნახევარგამტარების წარმოებისთვისაა საჭირო.

პროგრამა 2022 წელს კონგრესის მიერ დამტკიცებული 10-მილიარდდოლარიანი კვლევითი ფონდიდან ფინანსდება. ვაჭრობის სამინისტრომ ბოლო თვეებში ჩიპების სექტორში უკვე 19 მსგავსი გრანტი გასცა.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო13 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროზონის ობლიგაციების შემოსავლიანობა მრავალკვირიან მაქსიმუმზე გაიზარდა - Fed-ის მკაცრმა რიტორიკამ ბაზრები შეარყია

აშშ-ში ინფლაციის მოსალოდნელზე მაღალი მაჩვენებლისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის მკაცრი განცხადებების ფონზე, გლობალურ ობლიგაციების ბაზარზე გაყიდვები გააქტიურდა. გერმანიის 10-წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობამ 3.357%-ს მიაღწია.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო13 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბირჟები დაეცა - ინვესტორები Fed-ის მკაცრი პოლიტიკის მოლოდინს აფასებენ

STOXX 600-ის ინდექსმა ოთხდღიანი ზრდის სერია შეწყვიტა და რეკორდული ნიშნულიდან მცირედით დაიხია. მიუხედავად ამისა, ევროპული ბაზარი ივნისის შემდეგ საუკეთესო კვირის დასრულებას უახლოვდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია13 ნოე. 20262 წთ კითხვა

Bernstein: Apple AI აქციებისგან თავის არიდებული ინვესტორებისთვის უსაფრთხო აქტივად იქცა

ანალიტიკოსების შეფასებით, Apple-ის რეკორდულად მაღალი საბაზრო შეფასება გამართლებულია კომპანიის მომხმარებელთა ერთგულებით, სტაბილური ფულადი ნაკადებითა და AI ინფრასტრუქტურაზე შედარებით დაბალი დანახარჯებით.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე