გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

აშშ-ის ადმინისტრაცია კალიფორნიაში ნავთობის პროექტის განახლებას გეგმავს

მარიამ ქადარია2 ივნისი, 20261 წთ კითხვა
აშშ-ის ადმინისტრაცია კალიფორნიაში ნავთობის პროექტის განახლებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სამი მინისტრი კალიფორნიის სანაპიროსთან მდებარე Sable-ის ნავთობპროექტს ეწვევა. შეხვედრის მთავარი თემა პროექტის განახლება და კალიფორნიის შტატთან არსებული სამართლებრივი დავა იქნება.

ენერგეტიკის მინისტრი კრის რაიტი, შინაგან საქმეთა მინისტრი დაუგ ბერგამი და ტრანსპორტის მინისტრი შონ დაფი კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად განიხილავენ, როგორ შეიძლება პროექტის ფარგლებში ნავთობის მოპოვების გაგრძელება. მხარეებს შორის უთანხმოების მთავარი მიზეზი 2015 წელს მომხდარი ნავთობის გაჟონვაა, რომელიც პროექტის ნავთობსადენს უკავშირდება.

ფედერალური მთავრობა პროექტის აღდგენას და კალიფორნიაში ნავთობის წარმოების ზრდას უჭერს მხარს, თუმცა შტატის ხელისუფლება, მათ შორის გუბერნატორი გევინ ნიუსომი, ენერგეტიკულ პოლიტიკაში უპირატესობას განახლებად წყაროებს ანიჭებს. არსებული წინააღმდეგობის გამო Sable ალტერნატიულ გზასაც განიხილავს. საუბარია ღია ზღვაში ნავთობის ტანკერებზე ჩატვირთვის სისტემაზე, რაც კომპანიას მისცემს შესაძლებლობას, შტატის კონტროლქვეშ არსებულ წყლებს გვერდი აუაროს და პროექტი სხვა ფორმით გააგრძელოს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Nvidia-ს ხელმძღვანელი CoreWeave-ის ფინანსურ მდგომარეობას დადებითად აფასებს - დეფოლტის რისკებზე ბაზარი შეშფოთებულია
AI ტექნოლოგია15 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Nvidia-ს ხელმძღვანელი CoreWeave-ის ფინანსურ მდგომარეობას დადებითად აფასებს - დეფოლტის რისკებზე ბაზარი შეშფოთებულია

Nvidia-ს ხელმძღვანელი ჯენსენ ჰუანგი CoreWeave-ის ფინანსურ მდგომარეობას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ კომპანიას დამატებითი მხარდაჭერა არ სჭირდება. თუმცა, მისი ვალის დეფოლტისგან დაზღვევის ღირებულების რეკორდული ზრდა ბაზარზე ფინანსური რისკების შესახებ მზარდ შეშფოთებაზე მიუთითებს. Nvidia-ს, როგორც CoreWeave-ის აქციონერისა და აღჭურვილობის მომწოდებლის, როლი კი დაფინანსების მდგრადობის საკითხს კიდევ უფრო აქტუალურს ხდის.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Amazon-მა ხელოვნური ინტელექტის ორი ახალი მოწყობილობა წარადგინა - ფასები $75-დან იწყება
საფონდო15 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Amazon-მა ხელოვნური ინტელექტის ორი ახალი მოწყობილობა წარადგინა - ფასები $75-დან იწყება

Amazon-მა Bee-ს ბრენდის ქვეშ ორი AI მოწყობილობა წარადგინა: $75-იანი Frontier სამაჯური და $100-იანი Eclipse, რომელიც სმარტფონს უერთდება. ისინი ყოველდღიური საუბრებისა და მონაცემების საფუძველზე შეხსენებებსა და სამოქმედო საკითხებს ქმნის. პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა პირადი ინფორმაციის დაცვა და მომხმარებლების ნდობის მოპოვება იქნება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Google-მა კვანტურ გამოთვლებში შეცდომების დაახლოებით 40-ჯერ შემცირების მეთოდი აჩვენა
საფონდო15 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Google-მა კვანტურ გამოთვლებში შეცდომების დაახლოებით 40-ჯერ შემცირების მეთოდი აჩვენა

Google-მა Willow კვანტურ პროცესორზე ახალი მეთოდი გამოცადა, რომელმაც კვანტურ გამოთვლებში შეცდომები დაახლოებით 40-ჯერ შეამცირა. *Magic State Cultivation* მიზნად ისახავს საიმედო კვანტური მდგომარეობების ნაკლები რესურსით მიღებას, რაც შესაძლოა მომავალში უფრო მასშტაბური და შეცდომებისადმი მდგრადი კვანტური კომპიუტერების შექმნას დაეხმაროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე