გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

აშშ-ის ახალი ტარიფები ინდოეთის ექსპორტის თითქმის ნახევარს არ შეეხება

მარიამ ქადარია27 ივლისი, 20261 წთ კითხვა
აშშ-ის ახალი ტარიფები ინდოეთის ექსპორტის თითქმის ნახევარს არ შეეხება

ინდოეთის მთავრობის განცხადებით, ქვეყნის ექსპორტის დაახლოებით 45%-ზე აშშ-ის მიერ დაწესებული ახალი დამატებითი ტარიფები არ გავრცელდება. ხელისუფლების შეფასებით, აღნიშნული ორ ქვეყანას შორის გამართული სავაჭრო მოლაპარაკებების შედეგია.

ინდოეთის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს ინფორმაციით, დამატებითი 10%-იანი ტარიფი არ შეეხება გენერიკულ მედიკამენტებს, სმარტფონებს, ფოლადს, ალუმინსა და ავტონაწილებს. სამინისტროს შეფასებით, ეს ინდოელი ექსპორტიორებისთვის ხელსაყრელი იქნება, ვინაიდან სხვა ქვეყნებთან შედარებით ამერიკულ ბაზარზე ნაკლები დამატებითი ხარჯის გაწევა მოუწევთ.

მეორე მხრივ, ინდოეთის ექსპორტის დარჩენილ 55%-ზე ახალი, 10%-იანი ტარიფი დაწესდება, თუმცა ინდოეთის მთავრობა აღნიშნავს, რომ ქვეყნისთვის მოქმედი ტარიფები კვლავაც უფრო დაბალია, ვიდრე იმ სახელმწიფოების უმეტესობისთვის, რომლებზეც აშშ-ის ახალი სავაჭრო პოლიტიკა ვრცელდება.

ინდოეთსა და აშშ-ს შორის ორმხრივი სავაჭრო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები გასული წლიდან მიმდინარეობს. ნიუ-დელი აცხადებს, რომ მხარეები მუშაობას აგრძელებენ, რათა შეთანხმება უახლოეს პერიოდში დასრულდეს.

ინდოეთში კვლავ განიხილავენ აშშ-ის მხრიდან გენერიკულ მედიკამენტებზე დამატებითი ტარიფების შესაძლო დაწესებას. ამერიკის შეერთებული შტატები ინდური ფარმაცევტული პროდუქციის უმსხვილესი საექსპორტო ბაზარია, ამიტომ ამ მიმართულებით ნებისმიერი ცვლილება ქვეყნის ფარმაცევტულ ინდუსტრიაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Hermès-ის შემოსავალი მესამე კვარტალში 4.3%-ით გაიზარდა, თუმცა აქციების ფასი 8%-მდე შემცირდა
ანალიზი23 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Hermès-ის შემოსავალი მესამე კვარტალში 4.3%-ით გაიზარდა, თუმცა აქციების ფასი 8%-მდე შემცირდა

ფრანგულმა ფუფუნების საქონლის მწარმოებელმა Hermès-მა ზრდა ტყავის ნაწარმზე მოთხოვნის წყალობით შეინარჩუნა, განსაკუთრებით ამერიკასა და ევროპაში. მიუხედავად ამისა, შემოსავლის ზრდამ ანალიტიკოსების მოლოდინებს ვერ მიაღწია, რის შემდეგაც კომპანიის აქციების ფასი ბოლო ოთხი თვის მინიმუმამდე დაეცა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
აშშ ენერგეტიკისთვის საჭირო ჩიპების განვითარებას $389 მილიონით დააფინანსებს
საფონდო23 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ ენერგეტიკისთვის საჭირო ჩიპების განვითარებას $389 მილიონით დააფინანსებს

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრო ოთხი კომპანიისთვის ჯამში 389 მილიონ დოლარამდე გამოყოფს ნახევარგამტარების, ენერგეტიკული ტექნოლოგიებისა და ჩიპების წარმოებისთვის საჭირო მასალების კვლევაზე. სანაცვლოდ მთავრობა თითოეულ კომპანიაში მცირე წილს მიიღებს, თუმცა ხმის უფლება არ ექნება და მათ მართვაში არ ჩაერთვება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
კანადა Cleveland-Cliffs-ს Stelco-ს ქარხნის გაყიდვით ემუქრება
საფონდო23 ოქტ. 20261 წთ კითხვა

კანადა Cleveland-Cliffs-ს Stelco-ს ქარხნის გაყიდვით ემუქრება

კანადის მთავრობამ ამერიკულ Cleveland-Cliffs-ს 15 დღე მისცა, რათა ონტარიოში მდებარე Stelco-ს ქარხანაში სამუშაო ადგილების შემცირების გეგმაზე უარი თქვას. თუ კომპანია მოთხოვნას არ შეასრულებს, ხელისუფლება სასამართლოს მიმართავს და ქარხნის გაყიდვას მოითხოვს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე