გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

აშშ-ის ახალი ტარიფი ბრაზილიის მილიარდობით დოლარის ექსპორტს შეეხება

მარიამ ქადარია23 ივლისი, 20261 წთ კითხვა
აშშ-ის ახალი ტარიფი ბრაზილიის მილიარდობით დოლარის ექსპორტს შეეხება

აშშ-ში ბრაზილიურ პროდუქციაზე ახალი, 25%-იანი ტარიფი ამოქმედდა. შეზღუდვა შეეხება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, ხის ნაწარმს, ეთანოლს, ტანსაცმელსა და სხვა საქონელს. ახალი ტარიფის გავლენის ქვეშ ბრაზილიის 7-დან 11 მილიარდ დოლარამდე ღირებულების ექსპორტი მოექცევა, რაც აშშ-ში ქვეყნის მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 18-26%-ს შეადგენს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციამ ტარიფი 1974 წლის სავაჭრო აქტის საფუძველზე ჩატარებული გამოძიების შემდეგ დააწესა. ვაშინგტონი ბრაზილიას არასამართლიან სავაჭრო პრაქტიკაში ადანაშაულებს, მათ შორის ელექტრონული გადახდების სფეროში, ეთანოლის ბაზარზე წვდომისა და უკანონო ტყის გაჩეხვის საკითხებში.

მიუხედავად ამისა, აშშ-ს ბრაზილიასთან ვაჭრობაში წლების განმავლობაში დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვს.

ახალი ტარიფის გავლენის შესამცირებლად აშშ-მ გამონაკლისების სიაში შეიტანა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროდუქტი, მათ შორის საქონლის ხორცი, ყავა, თვითმფრინავები და მათი ნაწილები, თუმცა მძიმედ აისახება იმ სექტორებზე, რომლებიც ამერიკულ ბაზარზე მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული.

ერთ-ერთი ასეთი სფეროა ფეხსაცმლის წარმოება. აშშ ბრაზილიური ფეხსაცმლის ყველაზე დიდი უცხოური ბაზარია და ქვეყანაში ექსპორტირებული ყოველი მეხუთე წყვილი სწორედ ამერიკაში იყიდება. მწარმოებლების თქმით, ტარიფის პირობებში ამერიკაში პროდუქციის გაყიდვა შესაძლოა არამომგებიანი გახდეს, რაც სამუშაო ადგილების შემცირების საფრთხესაც ქმნის.

ტარიფების გავლენა ორმხრივ ვაჭრობაზე უკვე შეინიშნება. 2026 წლის პირველ ნახევარში ბრაზილიის ექსპორტი აშშ-ში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 2.6 მილიარდი დოლარით, ანუ 13%-ით შემცირდა. კლება განსაკუთრებით შეეხო რკინისა და ფოლადის ნაწარმს, ნავთობპროდუქტებსა და ხის ცელულოზას.

ბრაზილიის წინააღმდეგ პარალელურად კიდევ ერთი გამოძიება მიმდინარეობს, რომელიც იძულებითი შრომის შესახებ ბრალდებებს უკავშირდება. გამოძიების დასრულების შემდეგ შესაძლოა დამატებით 12.5%-იანი ტარიფიც დაწესდეს. ასეთ შემთხვევაში, ზოგიერთ ბრაზილიურ პროდუქტზე საერთო გადასახადი 37.5%-მდე გაიზრდება. ამ ეტაპზე ბრაზილიის ხელისუფლებას ჯერ არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, დაემატება თუ არა ახალი გადასახადი უკვე მოქმედ 25%-იან ტარიფს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ფიუჩერსები სტაბილურია - ინვესტორები დასაქმების მნიშვნელოვან ანგარიშს ელოდებიან
საფონდო4 სექ. 20265 წთ კითხვა

აშშ-ის ფიუჩერსები სტაბილურია - ინვესტორები დასაქმების მნიშვნელოვან ანგარიშს ელოდებიან

აშშ-ის საფონდო ფიუჩერსები თითქმის უცვლელი იყო, რადგან ინვესტორები აგვისტოს დასაქმების ანგარიშის გამოქვეყნებას ელოდებოდნენ. NFP-ის მონაცემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Fed-ის შემდგომი საპროცენტო პოლიტიკის შესაფასებლად: ძლიერი შრომის ბაზარი განაკვეთების მაღალ დონეზე შენარჩუნებას, ხოლო სუსტი დასაქმება უფრო რბილი პოლიტიკის შესაძლებლობას გააძლიერებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Adobe-ს ახალი CEO ეყოლება - შანტანუ ნარაიენს ანილ ჩაკრავარტი შეცვლის
საფონდო4 სექ. 20262 წთ კითხვა

Adobe-ს ახალი CEO ეყოლება - შანტანუ ნარაიენს ანილ ჩაკრავარტი შეცვლის

Adobe-ს სათავეში ცვლილება იგეგმება - 1 დეკემბრიდან კომპანიის CEO ანილ ჩაკრავარტი გახდება, ხოლო შანტანუ ნარაიენი აღმასრულებელი თავმჯდომარის პოზიციას დაიკავებს. ცვლილება Adobe-ის AI-ზე ორიენტირებული ზრდის სტრატეგიის გაძლიერებას უკავშირდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Lululemon-ის აქციები 18%-ით დაეცა - კომპანიამ წლიური პროგნოზი კიდევ ერთხელ შეამცირა
საფონდო4 სექ. 20262 წთ კითხვა

Lululemon-ის აქციები 18%-ით დაეცა - კომპანიამ წლიური პროგნოზი კიდევ ერთხელ შეამცირა

Lululemon-ის აქციები 18%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც კომპანიამ გაყიდვების მოლოდინი ვერ გაამართლა და 2026 წლის შემოსავლებისა და მოგების პროგნოზი მეორედ შეამცირა. ახალ CEO Heidi O’Neill-ს მოუწევს სუსტი გაყიდვების, გაძლიერებული კონკურენციისა და ბრენდის დაკარგული იმიჯის აღდგენის გამოწვევებთან გამკლავება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე