გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

აშშ-ის ეკონომიკა მესამე კვარტალში 4.3%-ით გაიზარდა

მარიამ ქადარია26 ნოემბერი, 20261 წთ კითხვა
აშშ-ის ეკონომიკა მესამე კვარტალში 4.3%-ით გაიზარდა

აშშ-ის ეკონომიკის ზრდის ტემპმა მესამე კვარტალში წლიური გაანგარიშებით 4.3% შეადგინა, რაც ბოლო სამი წლის საუკეთესო შედეგია. წინა ანგარიშში ზრდა 3.4% იყო, ეკონომისტები კი 3.5%-იან მაჩვენებელს ელოდნენ.

ეკონომიკის ზრდა ძირითადად მოსახლეობისა და ბიზნესის ხარჯების მატებამ განაპირობა. სამომხმარებლო ხარჯები, რომლებზეც აშშ-ის ეკონომიკის ორ მესამედზე მეტი მოდის, 4.2%-ით გაიზარდა.

ამერიკულმა კომპანიებმა ტექნიკასა და აღჭურვილობაზე 21.8%-ით მეტი დახარჯეს. ამის ერთ-ერთი მიზეზი მონაცემთა ცენტრების მშენებლობა და ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო ტექნოლოგიებში მზარდი ინვესტიციებია, თუმცა მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა ერთნაირად არ უმჯობესდება. სამომხმარებლო ხარჯების ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახებს შეაქვთ. მოსახლეობის ნაწილისთვის კი ხელფასების მატება ფასების ზრდას ჩამორჩება და დანაზოგებიც მცირდება.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო26 ნოე. 20262 წთ კითხვა

ოქროს ფასი იცვლება - ინფლაციის ზრდა განაკვეთის მატების მოლოდინს ზრდის

სპოტ ოქრო დოლარის გამყარების ფონზე მცირედ გაიაფდა, მაშინ როცა ოქროს ფიუჩერსები გაიზარდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო26 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპული საფონდო ბირჟები მკვეთრად გაიზარდა

STOXX 600 დილის ვაჭრობაში 1.3%-ით გაიზარდა. ინვესტორების განწყობა გააუმჯობესა აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკის შესახებ ახალმა დეტალებმ.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია26 ნოე. 20262 წთ კითხვა

აზიის ტექნოლოგიური აქციები გაიზარდა

ტექნოლოგიური კომპანიების აქციებზე მოთხოვნა გაიზარდა მას შემდეგ, რაც AI სექტორის მიმართ გაჩენილმა ეჭვებმა ბაზარზე მნიშვნელოვანი ვარდნა გამოიწვია.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე