გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
განათლება

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი New York Times-ის ჟურნალისტებისგან წყაროების გამჟღავნებას აღარ მოითხოვს

მარიამ ქადარია24 ივლისი, 20261 წთ კითხვა
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი New York Times-ის ჟურნალისტებისგან წყაროების გამჟღავნებას აღარ მოითხოვს

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი უკან გაიწვევს მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც, New York Times-ის ჟურნალისტებს ანონიმური წყაროების ვინაობა უნდა გაემჟღავნებინათ.

საქმე ეხება გამოცემის სტატიებს, რომლებშიც დონალდ ტრამპისთვის კატარის მიერ გადაცემული თვითმფრინავის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე იყო საუბარი.

New York Times-ის ინფორმაციით, ტრამპმა თურქეთი ძველი Air Force One-ით დატოვა, რადგან კატარისგან მიღებულ ახალ თვითმფრინავს ანტისარაკეტო და სხვა თავდაცვითი სისტემები არ ჰქონდა. მასალაში აღნიშნული ინფორმაცია ანონიმურ წყაროებს ეყრდნობოდა.

ამის შემდეგ მანჰეტენის ფედერალურმა პროკურორმა ჯეი კლეიტონმა 10 ივლისს ჟურნალისტებისგან წყაროების შესახებ ინფორმაცია მოითხოვა, თუმცა სასამართლო სხდომაზე პროკურორმა განაცხადა, რომ იუსტიციის დეპარტამენტი ამ მოთხოვნას უკან გაიწვევს.

New York Times-მა სასამართლოს მიმართა და განაცხადა, რომ მსგავსი ნაბიჯი ჟურნალისტების დაშინებასა და მათ საქმიანობაში ჩარევას ემსახურებოდა. გამოცემის შეფასებით, ეს არღვევდა აშშ-ის კონსტიტუციით დაცულ პრესის თავისუფლებას. კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ იუსტიციის დეპარტამენტმა საკუთარ შიდა წესებსაც გადაუხვია, რადგან ჟურნალისტებისგან წყაროების გამჟღავნების მოთხოვნა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში უნდა გამოიყენებოდეს.

პროკურატურა ამ ბრალდებებს არ დაეთანხმა. უწყების პოზიციით, პრესის თავისუფლება ჟურნალისტებს სისხლის სამართლის გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვის უფლებას არ აძლევს. იუსტიციის დეპარტამენტში ასევე განაცხადეს, რომ New York Times-ის მიერ გამოქვეყნებული მასალა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს შეეხებოდა, რადგან ინფორმაცია პრეზიდენტის ფრენას და საიდუმლო თავდაცვით მონაცემებს უკავშირდებოდა.

ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მისი მიზანი ჟურნალისტებზე ზეწოლა კი არა, საიდუმლო ინფორმაციის გამავრცელებლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების წარმოებაა. მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციები კი მიიჩნევენ, რომ ადმინისტრაცია ჟურნალისტების წინააღმდეგ სამართლებრივ მექანიზმებს ზედმეტად ხშირად იყენებს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Spotify-ის აქციები 9%-ზე მეტით გაიზარდა - კომპანია AI-ფუნქციების დახმარებით მომხმარებლების ზრდას ელის
საფონდო22 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Spotify-ის აქციები 9%-ზე მეტით გაიზარდა - კომპანია AI-ფუნქციების დახმარებით მომხმარებლების ზრდას ელის

Spotify მეოთხე კვარტალში მოსალოდნელზე მაღალ საოპერაციო მოგებას პროგნოზირებს. მუსიკის სტრიმინგის პლატფორმა მომხმარებლების მოსაზიდად ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ფუნქციებს ავითარებს, თუმცა ბოლო კვარტლის შემოსავალმა და ერთ აქციაზე მოგებამ ანალიტიკოსების მოლოდინები ვერ გაამართლა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Tesla ავტომობილების გაყიდვების მიზანს ამცირებს - მასკი რობოტიკასა და ხელოვნურ ინტელექტზე აკეთებს აქცენტს
ანალიზი22 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Tesla ავტომობილების გაყიდვების მიზანს ამცირებს - მასკი რობოტიკასა და ხელოვნურ ინტელექტზე აკეთებს აქცენტს

Tesla ათწლეულის ბოლომდე 5 მილიონი ავტომობილის გაყიდვას გეგმავს, რაც ილონ მასკის თავდაპირველ პროგნოზზე მნიშვნელოვნად ნაკლებია. კომპანია ზრდის ახალ წყაროებად რობოტიკას, ავტონომიურ მართვასა და AI ჩიპების წარმოებას განიხილავს, მაშინ როცა ინვესტორები SpaceX-თან შესაძლო შერწყმასაც აკვირდებიან.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Meta არამხოლოდ AI-ში ინვესტირებას, არამედ აქციების ახალ კლასსაც გეგმავს - რა დგას ზუკერბერგის გადაწყვეტილების უკან?
საფონდო22 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Meta არამხოლოდ AI-ში ინვესტირებას, არამედ აქციების ახალ კლასსაც გეგმავს - რა დგას ზუკერბერგის გადაწყვეტილების უკან?

Meta ახალი, ხმის უფლების არმქონე Class C აქციების შექმნას გეგმავს, რაც მარკ ზუკერბერგს კომპანიის კონტროლის შენარჩუნებაში დაეხმარება. შეთანხმება შესაძლოა კომპანიის AI-პროექტების დაფინანსების ახალ ინსტრუმენტადაც იქცეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე