გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

აშშ-ის მთავრობა OpenAI-ის აქციონერი ხდება

მარიამ ქადარია8 ივნისი, 20262 წთ კითხვა
აშშ-ის მთავრობა OpenAI-ის აქციონერი ხდება

OpenAI-ის საბაზრო ღირებულება 850 მილიარდ დოლარს აღემატება, რის ფონზეც აშშ-ის მთავრობა კომპანიის პარტნიორობასა და მასში სახელმწიფო წილის მოპოვებას განიხილავს. თეთრი სახლის ადმინისტრაციასა და სემ ალტმანს შორის მოლაპარაკებები ამ საკითხზე უკვე წელიწადზე მეტია მიმდინარეობს. პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, სახელმწიფო სხვა წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში ინვესტირებასაც გეგმავს, რათა ამერიკელი ხალხი მათი სრულუფლებიანი პარტნიორი გახდეს. ინიციატივა დაკავშირებულია ეროვნული საინვესტიციო ფონდის შექმნის გეგმასთან. განხილული მოდელის მიხედვით, OpenAI-მ შესაძლოა საკუთარი აქციების ნაწილი სახელმწიფოს გადასცეს. შედეგად, შეიქმნება ფონდი, რომლის ღირებულებაც ტექნოლოგიური კომპანიების ზრდასთან ერთად გაიზრდება.

ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, მსგავსი მიდგომა მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის განვითარებიდან ფინანსური სარგებელი მიიღონ. ამჟამად კომპანია მიმდინარე წელს საფონდო ბირჟაზე პირველადი საჯარო შეთავაზებისთვის (IPO) აქტიურად ემზადება.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

ირანის ომის ფონზე ნავთობკომპანიები მესამე კვარტალში მკვეთრად გაზრდილ მოგებას ელიან
მაკრო21 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ირანის ომის ფონზე ნავთობკომპანიები მესამე კვარტალში მკვეთრად გაზრდილ მოგებას ელიან

მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობკომპანიები მესამე კვარტალში უკეთეს ფინანსურ შედეგებს ელიან. ირანის ომის შემდეგ ნავთობპროდუქტების გაძვირებამ კომპანიებს განსაკუთრებით ნავთობის გადამუშავებისა და ვაჭრობისგან მიღებული შემოსავალი გაზარდა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
Apple ამერიკული ტიტანის შესაძენად $100 მილიონამდე დახარჯავს
საფონდო21 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Apple ამერიკული ტიტანის შესაძენად $100 მილიონამდე დახარჯავს

Apple მომდევნო სამი წლის განმავლობაში ამერიკული წარმოების ტიტანის შესაძენად 100 მილიონ დოლარამდე დახარჯავს

მარიამ ქადარიაწაიკითხე
Prudential-ი ბრაზილიისა და მექსიკის ბიზნესებს $4.03 მილიარდად ყიდის
საფონდო21 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Prudential-ი ბრაზილიისა და მექსიკის ბიზნესებს $4.03 მილიარდად ყიდის

ამერიკული სადაზღვევო კომპანია Prudential Financial ბრაზილიასა და მექსიკაში არსებულ ბიზნესებს ფრანგულ CNP Assurances-ს 4.03 მილიარდ დოლარად მიჰყიდის.

მარიამ ქადარიაწაიკითხე