აშშ-ის სასამართლომ Huawei თაღლითობაში დამნაშავედ ცნო

აშშ-ის სასამართლომ Huawei თაღლითობაში დამნაშავედ ცნო. ნიუ-იორკში ნაფიცმა მსაჯულებმა ჩინური ტექნოლოგიური კომპანია Huawei ათი ბრალდებით დამნაშავედ ცნეს. მათ შორისაა საბანკო თაღლითობა, აშშ-ის სანქციების დარღვევა და ამერიკული კომპანიების კომერციული საიდუმლოებების მოპარვის მიზნით შეთქმულება.
საქმის ერთ-ერთი მთავარი საკითხი Huawei-ის ირანში საქმიანობა იყო. ამერიკული პროკურატურა კომპანიას ამ საქმიანობის შესახებ ბანკებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებასაც ედავებოდა.
Huawei-ს წინააღმდეგ სულ 12 ბრალდება იყო წარდგენილი. ნაფიცმა მსაჯულებმა კომპანია მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლისა და ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ ბრალდებებში გაამართლეს.
გამოძიება 2018 წელს დაიწყო, სასამართლო პროცესი კი ორ თვეზე მეტხანს გაგრძელდა. სასჯელს სასამართლო 2027 წლის სექტემბერში განსაზღვრავს. ჯარიმის შესაძლო ოდენობა ჯერ უცნობია.
Huawei გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი სასამართლო პროცესს აშშ-ის მიერ ჩინურ კომპანიებზე ზეწოლის მცდელობად აფასებს.
წყარო: Yahoo Finance
მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.





