გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი 17 თვის მაქსიმუმზეა

მარიამ ქადარია7 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი 17 თვის მაქსიმუმზეა

აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი აგვისტოში 13.7%-ით გაიზარდა და 105.6 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს 2025 წლის მარტის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. დეფიციტი გაიზარდა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ტარიფების მიუხედავად, რომელთა ერთ-ერთი მიზანი იმპორტის შემცირება იყო.

აგვისტოში აშშ-მა რეკორდული, 420.8 მილიარდი დოლარის საქონელი და მომსახურება შეიძინა უცხოეთიდან, რაც წინა თვესთან შედარებით 4.3%-ით მეტია. განსაკუთრებით მოიმატა ნავთობის, ნახევარგამტარების, სამრეწველო მასალებისა და საწარმოო დანადგარების იმპორტმა. მხოლოდ წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობისა და სხვა კაპიტალური საქონლის იმპორტმა 146.4 მილიარდ დოლარს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ზრდა მონაცემთა ცენტრებისა და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული სხვა პროექტების მშენებლობას უკავშირდება.

აგვისტოში აშშ-ის ექსპორტმა 315.2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ივლისთან შედარებით 1.4%-ით მეტია. გაზრდილი სავაჭრო დეფიციტის გამო Goldman Sachs-მა აშშ-ის მესამე კვარტლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.4%-დან 3.1%-მდე შეამცირა.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო20 ნოე. 20262 წთ კითხვა

Canadian Natural Resources-ის აქციები 1.9%-ით დაეცა

Advantage Energy-ის C$2.53-მილიარდიანი შეძენის დაფინანსებასთან დაკავშირებული კითხვები და ბაზარზე არსებული ნეგატიური განწყობა კომპანიის აქციებზე ზეწოლას ზრდის.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო20 ნოე. 20261 წთ კითხვა

Fed-ი საბანკო ზედამხედველობის შესუსტების რისკზე საუბრობს

ფედერალურ სარეზერვო სისტემაში მიმდინარე მარეგულირებელმა ცვლილებებმა შესაძლოა დროთა განმავლობაში საბანკო სექტორის უსაფრთხოება შეამციროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო20 ნოე. 20261 წთ კითხვა

Procter & Gamble 2030 წლამდე ხარჯების შემცირებას გეგმავს

კომპანია პროდუქტიულობის ზრდისა და ხარჯების ოპტიმიზაციის გზით დანაზოგის მიღებას გეგმავს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე