გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
კრიპტო

აშშ-ის სენატმა კრიპტოვალუტების რეგულირების კანონპროექტის განახლებული ვერსია გამოაქვეყნა

მარიამ ქადარია23 ივლისი, 20261 წთ კითხვა
აშშ-ის სენატმა კრიპტოვალუტების რეგულირების კანონპროექტის განახლებული ვერსია გამოაქვეყნა

აშშ-ის სენატში კრიპტოვალუტების ბაზრის რეგულირების შესახებ კანონპროექტის – Clarity Act-ის განახლებული ტექსტი გამოქვეყნდა. დოკუმენტი ადგენს, როგორ უნდა დარეგულირდეს ციფრული აქტივების ბაზარი და რომელი უწყება იქნება პასუხისმგებელი მის ზედამხედველობაზე.

კანონპროექტის მიხედვით, 2029 წლის იანვრამდე პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტსა და კონგრესის გარკვეულ წევრებს საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვება ან მისი მხარდაჭერა აეკრძალებათ. ეს ჩანაწერი პოლიტიკოსების მხრიდან კრიპტოაქტივებით შესაძლო ფინანსური სარგებლის მიღების შეზღუდვას ისახავს მიზნად.

დოკუმენტი ასევე ცვლის წესებს სტეიბლკოინებთან დაკავშირებით. კომპანიებს აღარ ექნებათ უფლება, მომხმარებლებს მხოლოდ კრიპტოვალუტის ანგარიშზე შენახვისთვის სარგებელი გადაუხადონ, თუმცა წახალისება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ სტეიბლკოინი გადახდებისთვის გამოიყენება.

კანონპროექტი კრიპტობირჟებს, ბროკერებსა და დილერებს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი იმავე წესების დაცვას ავალდებულებს, რომლებიც ბანკებისთვის არის დაწესებული. მათ მომხმარებლების იდენტიფიცირება და საეჭვო ოპერაციების მონიტორინგი მოუწევთ.

Clarity Act-ი ასევე ამარტივებს კრიპტოკომპანიებისთვის კაპიტალის მოზიდვის წესებს. მათ გარკვეული ლიმიტის ფარგლებში დაფინანსების მიღება ფასიანი ქაღალდების კომისიაში (SEC) რეგისტრაციის გარეშე შეეძლებათ, რაც ახალი პროექტებისთვის დამატებითი შესაძლებლობა იქნება.

კანონპროექტი პირველად განსაზღვრავს, რა პირობებში ჩაითვლება კრიპტოპლატფორმა სრულად დეცენტრალიზებულად. თუ პლატფორმა მომხმარებლების შეზღუდვას ან ოპერაციებში ჩარევას შეძლებს, მას ფინანსური ინსტიტუტებისთვის დაწესებული მოთხოვნების შესრულება მოუწევს.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ფიუჩერსები სტაბილურია - ინვესტორები დასაქმების მნიშვნელოვან ანგარიშს ელოდებიან
საფონდო4 სექ. 20265 წთ კითხვა

აშშ-ის ფიუჩერსები სტაბილურია - ინვესტორები დასაქმების მნიშვნელოვან ანგარიშს ელოდებიან

აშშ-ის საფონდო ფიუჩერსები თითქმის უცვლელი იყო, რადგან ინვესტორები აგვისტოს დასაქმების ანგარიშის გამოქვეყნებას ელოდებოდნენ. NFP-ის მონაცემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Fed-ის შემდგომი საპროცენტო პოლიტიკის შესაფასებლად: ძლიერი შრომის ბაზარი განაკვეთების მაღალ დონეზე შენარჩუნებას, ხოლო სუსტი დასაქმება უფრო რბილი პოლიტიკის შესაძლებლობას გააძლიერებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Adobe-ს ახალი CEO ეყოლება - შანტანუ ნარაიენს ანილ ჩაკრავარტი შეცვლის
საფონდო4 სექ. 20262 წთ კითხვა

Adobe-ს ახალი CEO ეყოლება - შანტანუ ნარაიენს ანილ ჩაკრავარტი შეცვლის

Adobe-ს სათავეში ცვლილება იგეგმება - 1 დეკემბრიდან კომპანიის CEO ანილ ჩაკრავარტი გახდება, ხოლო შანტანუ ნარაიენი აღმასრულებელი თავმჯდომარის პოზიციას დაიკავებს. ცვლილება Adobe-ის AI-ზე ორიენტირებული ზრდის სტრატეგიის გაძლიერებას უკავშირდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Lululemon-ის აქციები 18%-ით დაეცა - კომპანიამ წლიური პროგნოზი კიდევ ერთხელ შეამცირა
საფონდო4 სექ. 20262 წთ კითხვა

Lululemon-ის აქციები 18%-ით დაეცა - კომპანიამ წლიური პროგნოზი კიდევ ერთხელ შეამცირა

Lululemon-ის აქციები 18%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც კომპანიამ გაყიდვების მოლოდინი ვერ გაამართლა და 2026 წლის შემოსავლებისა და მოგების პროგნოზი მეორედ შეამცირა. ახალ CEO Heidi O’Neill-ს მოუწევს სუსტი გაყიდვების, გაძლიერებული კონკურენციისა და ბრენდის დაკარგული იმიჯის აღდგენის გამოწვევებთან გამკლავება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე