გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
კრიპტო

აშშ კრიპტობირჟებისთვის საერთო ფედერალური წესების შემოღებას გეგმავს

მარიამ ქადარია6 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
აშშ კრიპტობირჟებისთვის საერთო ფედერალური წესების შემოღებას გეგმავს

აშშ-ის სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიამ (CFTC) კრიპტობირჟებისთვის ახალი წესები წარადგინა. ცვლილებები იმ კრიპტობირჟებს შეეხება, სადაც მომხმარებლებს ნასესხები თანხითაც შეუძლიათ ვაჭრობა.

კრიპტობირჟებს ახალ ფედერალურ სისტემაში ჩართვა საკუთარი სურვილით შეეძლებათ. თუ ამ გზას აირჩევენ, სხვადასხვა შტატში ცალკე ლიცენზიის აღება აღარ მოუწევთ და CFTC-ის ერთიანი წესებით იმუშავებენ.

CFTC კრიპტობირჟებისთვის ცალკე სტატუსის შემოღებასაც გეგმავს. ამ სისტემაში ჩართულ პლატფორმებს მომხმარებლების თანხების დასაფარად საკმარისი რეზერვების შენახვა და ფასებით მანიპულაციის წინააღმდეგ კონტროლის გამკაცრება მოუწევთ. მომხმარებელთა გარიგებები კი რეგისტრირებული ფიუჩერსული ბროკერების მონაწილეობით განხორციელდება.

ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის, რა მოცულობის თანხის სესხება შეეძლებათ მომხმარებლებს. ახალი წესები მას შემდეგ მომზადდა, რაც კონგრესში Clarity Act-ის განხილვა შეჩერდა. კანონპროექტს აშშ-ის კრიპტობაზრისთვის საერთო წესები უნდა დაედგინა, თუმცა რადგან CFTC-ის ინიციატივა კონგრესის მიერ მიღებულ ცალკე კანონს არ ეფუძნება, მისი გასაჩივრება სასამართლოში შესაძლებელია. მომავალ ადმინისტრაციას კი ამ წესების შეცვლაც შეეძლება.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირს სავაჭრო დავებზე უფრო სწრაფ რეაგირებას სთავაზობენ
მაკრო6 ოქტ. 20261 წთ კითხვა

საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირს სავაჭრო დავებზე უფრო სწრაფ რეაგირებას სთავაზობენ

საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირს სთავაზობენ, შექმნას სწრაფი რეაგირების მექანიზმი იმ შემთხვევებისთვის, როცა უცხოური კომპანიები სახელმწიფო დახმარებით ან ხელოვნურად დაბალი ფასებით ევროპულ ბაზარზე უპირატესობას იღებენ. მათი წინადადებით, ასეთ შემთხვევებზე რეაგირება რამდენიმე დღეში უნდა იყოს შესაძლებელი.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
AstraZeneca მასაჩუსეტსში $1 მილიარდზე მეტის ინვესტირებას გეგმავს
საფონდო6 ოქტ. 20261 წთ კითხვა

AstraZeneca მასაჩუსეტსში $1 მილიარდზე მეტის ინვესტირებას გეგმავს

AstraZeneca-მ მასაჩუსეტსის ქალაქ კემბრიჯში ახალი კვლევითი ცენტრი გახსნა. კომპანია შტატში 1 მილიარდ დოლარზე მეტის ინვესტირებას გეგმავს და მომდევნო წლებში თანამშრომლების რაოდენობას 50%-ზე მეტით გაზრდის.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
Jio Platforms ბირჟაზე გასვლას 21 ოქტომბერს გეგმავს
საფონდო6 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Jio Platforms ბირჟაზე გასვლას 21 ოქტომბერს გეგმავს

Jio Platforms აქციების საჯარო შეთავაზების დაწყებას 21 ოქტომბერს გეგმავს. კომპანია აქციების გაყიდვით დაახლოებით 3.8 მილიარდ დოლარს მიიღებს. თუ შეთავაზება ამ მოცულობით განხორციელდა, ეს ინდოეთის ისტორიაში ყველაზე დიდი IPO იქნება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე