გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

აშშ ნავთობკომპანიებს დიზელის ექსპორტის შემცირებას სთხოვს

მარიამ ქადარია25 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა
აშშ ნავთობკომპანიებს დიზელის ექსპორტის შემცირებას სთხოვს

აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრი კრის რაიტი მსხვილ ნავთობგადამმუშავებელ კომპანიებს სთხოვს, დიზელის ექსპორტი ნებაყოფლობით შეამცირონ. მთავრობა ქვეყანაში საწვავის გაიაფებას ცდილობს, თუმცა ექსპორტის სრულად შეზღუდვას არ გეგმავს.

აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი გალონზე დაახლოებით 6.52 დოლარამდე გაიზარდა. მარაგები 97 მილიონ ბარელზე ნაკლებია და ბოლო ხუთი წლის ამ პერიოდის საშუალო მაჩვენებელს 13%-ით ჩამორჩება. ფასების ზრდაზე გავლენას ირანსა და უკრაინაში მიმდინარე ომებით გამოწვეული შეფერხებებიც ახდენს.

აშშ მსოფლიოში დიზელის უმსხვილესი ექსპორტიორია. ნავთობის ინდუსტრიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ექსპორტის შემცირებამ შესაძლოა გადამამუშავებელ ქარხნებს წარმოების შემცირება აიძულოს. ასეთ შემთხვევაში ნაკლები ბენზინი და საავიაციო საწვავიც წარმოიქმნება, რამაც მათი ფასებიც შეიძლება გაზარდოს.

ჯერ უცნობია, რამდენად სურს მთავრობას ექსპორტის შემცირება და როგორ გაკონტროლდება შეთანხმების შესრულება. ინდუსტრიის წარმომადგენლების თქმით, კომპანიები ინიციატივას დიდი ენთუზიაზმით არ შეხვედრიან.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო10 ნოე. 20262 წთ კითხვა

Morgan Stanley-მ National Grid ევროპის მსხვილ ენერგოკომპანიებს შორის 2027 წლის ფავორიტად დაასახელა

საინვესტიციო ბანკის შეფასებით, კომუნალური მომსახურების სექტორი ბაზარზე უკეთეს შედეგებს კვლავ აჩვენებს. ზრდის მთავარ წყაროებად ენერგეტიკული უსაფრთხოება, ელექტრიფიკაცია და ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის საჭირო ენერგიის მზარდი მოთხოვნა სახელდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო10 ნოე. 20261 წთ კითხვა

Honda-მ წლიური მოგების პროგნოზი გაზარდა

იაპონურმა ავტომწარმოებელმა საოპერაციო მოგების პროგნოზი 20%-ით, წმინდა მოგების კი 25%-ით გაზარდა. მიუხედავად ამისა, მეორე კვარტალში კომპანიის მოგება მკვეთრად შემცირდა ელექტრომობილების ბიზნესის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების გამო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ანალიზი10 ნოე. 20262 წთ კითხვა

Porsche SE-მ 2026 წლის პირველ ცხრა თვეში €2.8 მილიარდის ზარალი დააფიქსირა

Volkswagen-ის მაკონტროლებელი ჰოლდინგის ფინანსური შედეგები მკვეთრად გაუარესდა. ზარალის მთავარი მიზეზი Volkswagen-ში წილის საბალანსო ღირებულების არანაღდი გაუფასურება გახდა, თუმცა კომპანიის მცირე საინვესტიციო პორტფელმა დადებითი შედეგი აჩვენა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე