გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

აშშ-ში 1.2 მილიონზე მეტ Ford Explorer-ზე გამოძიება დაიწყო

მარიამ ქადარია10 ნოემბერი, 20261 წთ კითხვა
აშშ-ში 1.2 მილიონზე მეტ Ford Explorer-ზე გამოძიება დაიწყო

აშშ-ის საგზაო უსაფრთხოების უწყებამ 1.2 მილიონზე მეტ Ford Explorer-ზე გამოძიება დაიწყო. მიზეზი გვერდითი უსაფრთხოების ბალიშების მოულოდნელად გახსნის შემთხვევებია, რის შედეგადაც რამდენიმე მგზავრმა მძიმე დამწვრობა მიიღო.

საქმე 2021-2026 წლებში გამოშვებულ Explorer-ებს ეხება, მათ შორის პოლიციისთვის განკუთვნილ მოდელებსაც.

უწყებამ რვა მძღოლის საჩივარი და კიდევ ოთხი მსგავსი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია მიიღო. რამდენიმე ადამიანს მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობა აღენიშნა.

ჯერ უცნობია, მოუწევს თუ არა Ford-ს ამ ავტომობილების სერვისში დაბრუნება და პრობლემის გამოსწორება. ეს გამოძიების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო10 ნოე. 20262 წთ კითხვა

Morgan Stanley-მ National Grid ევროპის მსხვილ ენერგოკომპანიებს შორის 2027 წლის ფავორიტად დაასახელა

საინვესტიციო ბანკის შეფასებით, კომუნალური მომსახურების სექტორი ბაზარზე უკეთეს შედეგებს კვლავ აჩვენებს. ზრდის მთავარ წყაროებად ენერგეტიკული უსაფრთხოება, ელექტრიფიკაცია და ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის საჭირო ენერგიის მზარდი მოთხოვნა სახელდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო10 ნოე. 20261 წთ კითხვა

Honda-მ წლიური მოგების პროგნოზი გაზარდა

იაპონურმა ავტომწარმოებელმა საოპერაციო მოგების პროგნოზი 20%-ით, წმინდა მოგების კი 25%-ით გაზარდა. მიუხედავად ამისა, მეორე კვარტალში კომპანიის მოგება მკვეთრად შემცირდა ელექტრომობილების ბიზნესის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების გამო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ანალიზი10 ნოე. 20262 წთ კითხვა

Porsche SE-მ 2026 წლის პირველ ცხრა თვეში €2.8 მილიარდის ზარალი დააფიქსირა

Volkswagen-ის მაკონტროლებელი ჰოლდინგის ფინანსური შედეგები მკვეთრად გაუარესდა. ზარალის მთავარი მიზეზი Volkswagen-ში წილის საბალანსო ღირებულების არანაღდი გაუფასურება გახდა, თუმცა კომპანიის მცირე საინვესტიციო პორტფელმა დადებითი შედეგი აჩვენა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე