AstraZeneca მასაჩუსეტსში $1 მილიარდზე მეტის ინვესტირებას გეგმავს

AstraZeneca-მ მასაჩუსეტსის ქალაქ კემბრიჯში ახალი კვლევითი ცენტრი გახსნა. კომპანია შტატში 1 მილიარდ დოლარზე მეტის ინვესტირებას გეგმავს და მომდევნო წლებში თანამშრომლების რაოდენობას 50%-ზე მეტით გაზრდის.
Kendall Square-ში მდებარე 18-სართულიანი შენობის ფართობი დაახლოებით 53 ათასი კვადრატული მეტრია. ათი სართული ლაბორატორიებს უკავია, სადაც კვლევისთვის რობოტებს, ავტომატიზებულ მოწყობილობებსა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს გამოიყენებენ.
ახალ ცენტრსა და კომპანიის ახლომდებარე გენომური მედიცინის ობიექტში თითქმის 2,000 მეცნიერი იმუშავებს. ძირითადი კვლევები კიბოს, ქრონიკული და იშვიათი დაავადებებისა და უჯრედული თერაპიის მიმართულებით ჩატარდება.
მასაჩუსეტსში დაგეგმილი ინვესტიცია 50-მილიარდიანი ამერიკული გეგმის ნაწილია. კომპანიას აშშ-ში კვლევის, წარმოებისა და კომერციული საქმიანობის 24 ობიექტი აქვს და იქ 25 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს.
წყარო: Yahoo Finance
მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.






