გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Bank of America ევროპული აქციების ფასების შემცირებას პროგნოზირებს

მარიამ ქადარია20 ივლისი, 20261 წთ კითხვა
Bank of America ევროპული აქციების ფასების შემცირებას პროგნოზირებს

Bank of America-ს შეფასებით, წლის მეოთხე კვარტლის დასაწყისისთვის ევროპული აქციების ფასები შესაძლოა 5%-ზე მეტით შემცირდეს. ანალიტიკოსები ამას კომპანიების მოგების მიმართ არსებული მაღალი მოლოდინებით ხსნიან.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ინფლაციისა და ევროპული ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლები გაუმჯობესდა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს დადებითი ფაქტორები აქციების მიმდინარე ფასებში უკვე გათვალისწინებულია.

ერთ-ერთ მთავარ რისკად ხელოვნური ინტელექტის სფეროში გაზრდილი ხარჯები სახელდება. აშშ-ის მსხვილმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაზარდეს, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, რა შემოსავალს მიიღებენ ამ დანახარჯებიდან. ამან შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ევროპულ ნახევარგამტარებისა და სამრეწველო აღჭურვილობის კომპანიებზე.

კიდევ ერთი რისკი ენერგორესურსების შესაძლო გაძვირებაა. ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის გაგრძელების შემთხვევაში, ნავთობის ფასმა შესაძლოა ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბოს.

ამასთან, აშშ-ის შრომის ბაზრის შესუსტებამ და კერძო კრედიტების სფეროში არსებულმა პრობლემებმა შესაძლოა გლობალური მოთხოვნაც შეამციროს.

ასეთ ვითარებაში Bank of America-ს ანალიტიკოსები ინვესტორებს სურსათის, სასმელების, ფარმაცევტიკისა და ტელეკომუნიკაციების კომპანიებზე ყურადღების გამახვილებას ურჩევენ. საბანკო და ტექნოლოგიურ სექტორებში ინვესტირებას კი შედარებით სარისკოდ მიიჩნევენ.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

ევროპის საფონდო ბაზრები აღდგა - დოლარი კვირის კლებისთვის ემზადება
საფონდო16 ოქტ. 20265 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბაზრები აღდგა - დოლარი კვირის კლებისთვის ემზადება

ევროპის საფონდო ბაზრები ტექნოლოგიური აქციების გაყიდვების შემდეგ ნაწილობრივ აღდგა, ხოლო დოლარი სამი კვირის ზრდის შემდეგ კვირის კლებისთვის ემზადებოდა. ინვესტორები კვლავ ფრთხილობენ AI ინფრასტრუქტურის დაფინანსებისა და კომპანიების მომავალი მოგების მდგრადობის გამო. ამავე დროს, სახელმწიფო ობლიგაციებზე მოთხოვნის ზრდა და მათი შემოსავლიანობის ყოველკვირეული კლება უსაფრთხო აქტივების მიმართ ინტერესის აღდგენაზე მიუთითებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Goldman Sachs-მა GVS-ის აქციების რეკომენდაცია შეამცირა - ბოლო ზრდამ შემდგომი პოტენციალი შეზღუდა
საფონდო16 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Goldman Sachs-მა GVS-ის აქციების რეკომენდაცია შეამცირა - ბოლო ზრდამ შემდგომი პოტენციალი შეზღუდა

Goldman Sachs-მა GVS-ის აქციების რეკომენდაცია „ყიდვიდან“ „ნეიტრალურამდე“ შეამცირა, რადგან ბოლო ერთი თვის განმავლობაში 14.9%-იანი ზრდის შემდეგ შემდგომი გაძვირების პოტენციალი 13%-მდე შემცირდა. ბანკი კომპანიის ფინანსურ მიზნებს დადებითად აფასებს, თუმცა აქციების მიმდინარე ფასი უკვე ასახავს მოსალოდნელი ზრდის მნიშვნელოვან ნაწილს. ინვესტორებისთვის დამატებითი ზრდის შესაძლებლობები შეიძლება ახალ ბაზრებსა და წყალბადის ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ პროექტებში გაჩნდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ევროპული სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობა მრავალკვირიან მინიმუმებთან ახლოს რჩება
მაკრო16 ოქტ. 20262 წთ კითხვა

ევროპული სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობა მრავალკვირიან მინიმუმებთან ახლოს რჩება

ტექნოლოგიურ აქციებზე გაყიდვების ტალღის ფონზე ევროპული სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობა მრავალკვირიან მინიმუმებთან ახლოს დარჩა. გერმანიის 10-წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობა 3.404%-ს, ხოლო ორწლიანის — 3.059%-ს შეადგენდა. ეს დინამიკა უსაფრთხო აქტივებზე მოთხოვნის ზრდასა და ინვესტორების პორტფელებში სახელმწიფო ობლიგაციების როლის გაძლიერებაზე მიუთითებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე