გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Bernstein-მა ელექტრომოწყობილობების სექტორში 7 პერსპექტიული კომპანია დაასახელა

მარიამ ქადარია12 ივნისი, 20262 წთ კითხვა
Bernstein-მა ელექტრომოწყობილობების სექტორში 7 პერსპექტიული კომპანია დაასახელა

მონაცემთა ცენტრების განვითარება და ენერგოეფექტურობაზე მზარდი მოთხოვნა ელექტრომოწყობილობების მწარმოებელი კომპანიების აქციების ფასების ზრდას განაპირობებს.

საინვესტიციო ფირმა Bernstein-მა გამოავლინა შვიდი საუკეთესო კომპანია ელექტრომოწყობილობებისა და მონაცემთა ცენტრების ინფრასტრუქტურის სფეროში, რომლებსაც აქციების ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდის პოტენციალი აქვთ.

ანალიტიკოსების პროგნოზით, სექტორის ლიდერები არიან Vertiv და nVent, რომლებიც სპეციალიზებულნი არიან მონაცემთა ცენტრების ენერგომომარაგებასა და გაგრილების სისტემებზე. ორივე კომპანიის შემთხვევაში მოსალოდნელია აქციების ფასის 30%-დან 40%-მდე მატება, რაც მათ მყარ ტექნოლოგიურ უპირატესობასა და ბაზარზე ხელსაყრელ პოზიციას უკავშირდება.

შენობების გაგრილებისა და ტექნიკური მართვის მიმართულებით Bernstein განსაკუთრებით Trane Technologies-სა და Johnson Controls-ს გამოყოფს. Trane მონაცემთა ცენტრების გაგრილების სფეროში ერთ-ერთ ძლიერ მოთამაშედ მიიჩნევა, ხოლო Johnson Controls-ის შემთხვევაში აღსანიშნავია კომპანიის ფინანსური შედეგების გაუმჯობესება.

ინდუსტრიული ტექნოლოგიების მიმართულებით ანალიტიკოსები Emerson-სა და Parker-Hannifin-ს ასახელებენ. Emerson-მა ბოლო კვარტალში მოლოდინს გადააჭარბა, ხოლო Parker-Hannifin სტაბილურად იზრდება. Bernstein-ის სიაში ასევე მოხვდა Otis Worldwide. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წელს კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები სტრატეგიული ცვლილებების ფონზე კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის დასაქმების ანგარიში ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

ინვესტორები აშშ-ის ოქტომბრის დასაქმების ანგარიშს ელოდებიან, რომელმაც შესაძლოა Fed-ის დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. პროგნოზით, ეკონომიკას 65,000 სამუშაო ადგილი დაემატა, უმუშევრობის დონე კი 4.2%-ზე შენარჩუნდა. შრომის ბაზრის მდგრადობამ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინები გააძლიეროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასები მერყეობს - ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმები მიწოდების შეფერხების რისკს ზრდის

ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმებმა ნავთობის მიწოდების შეფერხების შიში გააძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ Brent ხუთშაბათს თითქმის 4%-ით, ხოლო WTI 2.7%-ით გაძვირდა, ორივე მარკა კვირის განმავლობაში მკვეთრ კლებას აჩვენებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა კაპიტალი მოიზიდეს

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა ინვესტიციების შემოდინება მიიღეს — ჯამში $38.63 მილიარდი. ევროპული ფონდები ენერგორესურსების გაიაფების ფონზე განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა, მაშინ როდესაც ტექნოლოგიურ სექტორში ინტერესი შემცირდა, ხოლო ფულის ბაზრის ფონდებმა $172.71 მილიარდი მოიზიდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე