გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Bernstein ნახევარგამტარების სექტორში Montage Technology-ს გამოარჩევს

მარიამ ქადარია14 ივლისი, 20261 წთ კითხვა
Bernstein ნახევარგამტარების სექტორში Montage Technology-ს გამოარჩევს

ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად მეხსიერების ჩიპებზე მოთხოვნაც სწრაფად იზრდება. აღნიშნულით განსაკუთრებით ჩინური კომპანია Montage Technology სარგებლობს. მას Bernstein-ის ანალიტიკოსები ნახევარგამტარების სექტორში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო საინვესტიციო ვარიანტად მიიჩნევენ.

კომპანია ხელოვნური ინტელექტის სერვერებისთვის საჭირო კომპონენტებს აწარმოებს, ამიტომ მონაცემთა ცენტრების გაფართოება მის გაყიდვებზე პირდაპირ აისახება. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Montage-ის მოგება 2027 და 2028 წლებში მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამის მთავარი მიზეზი ახალი თაობის პროდუქტების გამოშვება და მონაცემთა შენახვის მიმართულების სწრაფი გაფართოებაა. Bernstein-ის შეფასებით, ამ ბიზნესის წლიური ზრდა 2025-დან 2028 წლამდე საშუალოდ 76.5%-ს მიაღწევს.

Montage Technology-ს კიდევ ერთი უპირატესობა აქვს. ბევრი სხვა ჩინური ტექნოლოგიური კომპანიისგან განსხვავებით, ის ამ ეტაპზე პირდაპირი საექსპორტო შეზღუდვების ქვეშ არ ექცევა. ამის გამო კომპანიასთან დაკავშირებული გეოპოლიტიკური რისკიც შედარებით დაბალია, რაც მის აქციებს უცხოელი ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო26 ნოე. 20262 წთ კითხვა

ოქროს ფასი იცვლება - ინფლაციის ზრდა განაკვეთის მატების მოლოდინს ზრდის

სპოტ ოქრო დოლარის გამყარების ფონზე მცირედ გაიაფდა, მაშინ როცა ოქროს ფიუჩერსები გაიზარდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო26 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპული საფონდო ბირჟები მკვეთრად გაიზარდა

STOXX 600 დილის ვაჭრობაში 1.3%-ით გაიზარდა. ინვესტორების განწყობა გააუმჯობესა აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკის შესახებ ახალმა დეტალებმ.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია26 ნოე. 20262 წთ კითხვა

აზიის ტექნოლოგიური აქციები გაიზარდა

ტექნოლოგიური კომპანიების აქციებზე მოთხოვნა გაიზარდა მას შემდეგ, რაც AI სექტორის მიმართ გაჩენილმა ეჭვებმა ბაზარზე მნიშვნელოვანი ვარდნა გამოიწვია.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე