გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

ბიტკოინის ფასი შესაძლოა 40 000 დოლარზე დაბლა დაეცეს

მარიამ ქადარია4 ივნისი, 20261 წთ კითხვა
ბიტკოინის ფასი შესაძლოა 40 000 დოლარზე დაბლა დაეცეს

კრიპტოვალუტის ბაზარზე არასტაბილურობა გრძელდება. Wolfe Research-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ბიტკოინის ფასი ოქტომბრის ბოლოსთვის შესაძლოა 40 000 დოლარზე დაბლა ჩამოვიდეს.

ბიტკოინმა 200-დღიანი საშუალო მაჩვენებლის შენარჩუნება ვერ შეძლო, რის შემდეგაც მისი ფასი დაახლოებით 20 პროცენტით შემცირდა. ანალიტიკოსების აზრით, კრიპტოვალუტა ბოლო პერიოდში ნაკლებად მიჰყვება ტექნოლოგიური აქციებისა და სხვა რისკიანი აქტივების ზრდას. მათი შეფასებით, ბიტკოინმა ინფლაციისგან დაცვის ფუნქციაც დაკარგა, ხოლო თავისუფალი კაპიტალის ნაწილი ახლა ხელოვნური ინტელექტისა და ნახევარგამტარების მიმართულებით მიედინება.

Wolfe Research-ის პროგნოზი ბიტკოინის ოთხწლიან ციკლსაც ეყრდნობა. ამ მოდელის მიხედვით, ფასის ყველაზე მაღალი ნიშნულიდან მინიმუმამდე ვარდნა ისტორიულად საშუალოდ 79 პროცენტს აღწევდა. ამიტომ კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ბიტკოინზე ზეწოლა შეიძლება გაგრძელდეს, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული საფონდო ინდექსები ტექნოლოგიური სექტორის ზრდის ფონზე ბოლო კვირებში რეკორდულ დონეს უახლოვდება.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

MINISO-მ კვარტალური მოგებისა და შემოსავლის პროგნოზებს გადააჭარბა

საცალო ვაჭრობის კომპანიამ მესამე კვარტალში შემოსავალი წლიურად 14.3%-ით გაზარდა. ზრდის მთავარი მამოძრავებელი MINISO-ს ბრენდი იყო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

Disney-ის შემოსავალი 16%-ით გაიზარდა

გასულ კვარტალში გასართობი გიგანტის როგორც სტრიმინგის, ისე გასართობი პარკებისა და სპორტული მიმართულებების შედეგები გაუმჯობესდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროზონაში ინფლაცია 2027 წლის ბოლომდე 3%-ზე მაღლა შენარჩუნდება

ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ევროკომისია ეკონომიკურ ზრდას 1.2%-ის ფარგლებში პროგნოზირებს, სახელმწიფო დეფიციტი კი 3%-იან ზღვარს გადააჭარბებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე