გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Boston Scientific-ის აქციები ძლიერი კვარტალური შედეგების შემდეგ გაიზარდა

ნუცა ტყეშელაშვილი29 ივლისი, 20262 წთ კითხვა
Boston Scientific-ის აქციები ძლიერი კვარტალური შედეგების შემდეგ გაიზარდა

Boston Scientific-ის აქციები პრემარკეტზე 2.1%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც სამედიცინო მოწყობილობების მწარმოებელმა კომპანიამ მეორე კვარტლის ფინანსური შედეგები ბაზრის მოლოდინებზე უკეთესი გამოაქვეყნა.

კომპანიის კორექტირებულმა მოგებამ ერთ აქციაზე (EPS) 0.86 დოლარი შეადგინა, რაც ანალიტიკოსების 0.83-დოლარიან პროგნოზს აღემატება. შემოსავალმა კი 5.44 მილიარდ დოლარს მიაღწია, მაშინ როდესაც ბაზარი 5.37 მილიარდ დოლარს ელოდებოდა.

დადებითი განწყობა გააძლიერა კომპანიის მიერ გამოცხადებულმა 700–800 მილიონი დოლარის ღირებულების გლობალურმა რესტრუქტურიზაციის პროგრამამ, რომელიც მოიცავს მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციას, საწარმოო ხაზების გადატანასა და ორგანიზაციულ ცვლილებებს. Boston Scientific-ის შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა 2029 წლისთვის წლიურად დაახლოებით 500 მილიონი დოლარის გადასახადებამდე დანაზოგს უზრუნველყოფს.

Canaccord Genuity-მ კომპანიის აქციებზე Buy რეკომენდაცია და 70 დოლარის სამიზნე ფასი შეინარჩუნა, ხოლო UBS-მა ასევე Buy რეიტინგი დატოვა, თუმცა სამიზნე ფასი 95 დოლარიდან 74 დოლარამდე შეამცირა. ბანკის შეფასებით, აქციების ფასი, რომელიც ბოლო ხუთი წლის მინიმუმებთან ახლოსაა, საინვესტიციოდ მიმზიდველ შესაძლებლობას ქმნის, რადგან კომპანიის ფუნდამენტური მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

მიუხედავად ამისა, კომპანიამ 2026 წლის EPS-ის პროგნოზი 3.28–3.32 დოლარის ფარგლებში დაასახელა, რაც 3.36-დოლარიან საბაზრო კონსენსუსზე დაბალია. მენეჯმენტმა ასევე აღნიშნა, რომ WATCHMAN მოწყობილობის გაყიდვები აშშ-ში მესამე კვარტალშიც, სავარაუდოდ, უცვლელ დონეზე დარჩება.

ანალიტიკოსების შეფასებით, ძლიერი კვარტალური შედეგები და რესტრუქტურიზაციის გეგმა ინვესტორებისთვის იმის სიგნალი გახდა, რომ კომპანიის ოპერაციული პრობლემების ყველაზე რთული ეტაპი შესაძლოა უკვე გავლილია, მიუხედავად იმისა, რომ სრული აღდგენის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

MINISO-მ კვარტალური მოგებისა და შემოსავლის პროგნოზებს გადააჭარბა

საცალო ვაჭრობის კომპანიამ მესამე კვარტალში შემოსავალი წლიურად 14.3%-ით გაზარდა. ზრდის მთავარი მამოძრავებელი MINISO-ს ბრენდი იყო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

Disney-ის შემოსავალი 16%-ით გაიზარდა

გასულ კვარტალში გასართობი გიგანტის როგორც სტრიმინგის, ისე გასართობი პარკებისა და სპორტული მიმართულებების შედეგები გაუმჯობესდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროზონაში ინფლაცია 2027 წლის ბოლომდე 3%-ზე მაღლა შენარჩუნდება

ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ევროკომისია ეკონომიკურ ზრდას 1.2%-ის ფარგლებში პროგნოზირებს, სახელმწიფო დეფიციტი კი 3%-იან ზღვარს გადააჭარბებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე