გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Botanix მუშაობას წყვეტს და მომხმარებლებს თანხის გატანას სთხოვს

მარიამ ქადარია11 ივნისი, 20261 წთ კითხვა
Botanix მუშაობას წყვეტს და მომხმარებლებს თანხის გატანას სთხოვს

ბიტკოინზე დაფუძნებული დამხმარე ქსელი Botanix მუშაობას წყვეტს. პროექტის ადმინისტრაცია მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ ციფრული აქტივები ქსელიდან 9 ივლისამდე გაიტანონ, რადგან ამის შემდეგ თანხის დაბრუნება შეუძლებელი იქნება.

Botanix ბიტკოინის მეორე შრის ქსელად შეიქმნა. მარტივად რომ ვთქვათ, ეს იყო ბიტკოინზე დამატებული სისტემა, სადაც ტრანზაქციები უფრო სწრაფი და იაფი უნდა ყოფილიყო. პროექტი მომხმარებლებს ბიტკოინით ვაჭრობას, სესხების აღებასა და სხვა ფინანსურ სერვისებს სთავაზობდა.თუმცა პროექტმა საკმარისი მომხმარებელი ვერ მოიზიდა. Botanix-ის განმარტებით, ბიტკოინის მფლობელები მას კვლავ ძირითადად გრძელვადიან აქტივად ინახავენ და არა ყოველდღიური ფინანსური ოპერაციებისთვის იყენებენ.

პრობლემა ფინანსურ მაჩვენებლებშიც გამოჩნდა. სექტემბერში ქსელში განთავსებული აქტივების ჯამური ღირებულება 26 მილიონ დოლარს აჭარბებდა, ბოლო მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 120 000 დოლარამდე შემცირდა. დღიური საკომისიო შემოსავალი მხოლოდ 10 დოლარს შეადგენს.

პროექტმა 2024 წელს 8.5 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა, თუმცა კონკურენცია და დაბალი მოთხოვნა გადამწყვეტი აღმოჩნდა. Botanix-ის განცხადებით, ქსელის შენახვის ხარჯები მიღებულ შემოსავალზე ბევრად მაღალი იყო, რის გამოც მუშაობის გაგრძელება აღარ გამართლდა.

წყარო: yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Hermès-ის შემოსავალი მესამე კვარტალში 4.3%-ით გაიზარდა, თუმცა აქციების ფასი 8%-მდე შემცირდა
ანალიზი23 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Hermès-ის შემოსავალი მესამე კვარტალში 4.3%-ით გაიზარდა, თუმცა აქციების ფასი 8%-მდე შემცირდა

ფრანგულმა ფუფუნების საქონლის მწარმოებელმა Hermès-მა ზრდა ტყავის ნაწარმზე მოთხოვნის წყალობით შეინარჩუნა, განსაკუთრებით ამერიკასა და ევროპაში. მიუხედავად ამისა, შემოსავლის ზრდამ ანალიტიკოსების მოლოდინებს ვერ მიაღწია, რის შემდეგაც კომპანიის აქციების ფასი ბოლო ოთხი თვის მინიმუმამდე დაეცა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
აშშ ენერგეტიკისთვის საჭირო ჩიპების განვითარებას $389 მილიონით დააფინანსებს
საფონდო23 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ ენერგეტიკისთვის საჭირო ჩიპების განვითარებას $389 მილიონით დააფინანსებს

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრო ოთხი კომპანიისთვის ჯამში 389 მილიონ დოლარამდე გამოყოფს ნახევარგამტარების, ენერგეტიკული ტექნოლოგიებისა და ჩიპების წარმოებისთვის საჭირო მასალების კვლევაზე. სანაცვლოდ მთავრობა თითოეულ კომპანიაში მცირე წილს მიიღებს, თუმცა ხმის უფლება არ ექნება და მათ მართვაში არ ჩაერთვება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
კანადა Cleveland-Cliffs-ს Stelco-ს ქარხნის გაყიდვით ემუქრება
საფონდო23 ოქტ. 20261 წთ კითხვა

კანადა Cleveland-Cliffs-ს Stelco-ს ქარხნის გაყიდვით ემუქრება

კანადის მთავრობამ ამერიკულ Cleveland-Cliffs-ს 15 დღე მისცა, რათა ონტარიოში მდებარე Stelco-ს ქარხანაში სამუშაო ადგილების შემცირების გეგმაზე უარი თქვას. თუ კომპანია მოთხოვნას არ შეასრულებს, ხელისუფლება სასამართლოს მიმართავს და ქარხნის გაყიდვას მოითხოვს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე