გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

ბრაზილიის ცენტრალური ბანკი მოსახლეობის მზარდი დავალიანების შესამცირებლად ზომებს განიხილავს

ნუცა ტყეშელაშვილი24 აგვისტო, 20265 წთ კითხვა
ბრაზილიის ცენტრალური ბანკი მოსახლეობის მზარდი დავალიანების შესამცირებლად ზომებს განიხილავს

ბრაზილიის ცენტრალური ბანკი მოსახლეობის მზარდი დავალიანების საპასუხოდ მაკროპრუდენციულ ზომებს და სხვა ქვეყნების გამოცდილებას შეისწავლის, განაცხადა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა გაბრიელ გალიპოლომ.

გალიპოლომ ეს განცხადება საბანკო ლობისტური ორგანიზაცია Febraban-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გააკეთა. მისი თქმით, ცენტრალური ბანკი პრობლემის გადასაჭრელად ნელ და ეტაპობრივ გარდაქმნაზე მუშაობს, რათა მოსახლეობის მზარდი დავალიანება მუდმივ პრობლემად არ იქცეს.

ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის განცხადებით, დავალიანების ზრდა გარკვეულწილად ბუნებრივი შედეგია, როდესაც მოსახლეობისთვის საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობა ფართოვდება. თუმცა, მისი თქმით, ფინანსური ჩართულობის ზრდა ფინანსური სერვისების პასუხისმგებლიან გამოყენებასაც უნდა ახლდეს.

ბრაზილიაში იპოთეკური სესხების გამოკლებით, შინამეურნეობების დავალიანებამ მაისში მათი შემოსავლის 31.1% შეადგინა. მაჩვენებელი ითვალისწინებს არსებული ვალდებულებების შეფარდებას ბოლო 12 თვის განმავლობაში დაგროვილ შემოსავალთან.

განსაკუთრებულ შეშფოთებას ცენტრალურ ბანკში არაიპოთეკური ვალის სწრაფი ზრდა იწვევს. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმის ფონზე, რომ ქვეყანაში შემოსავლები იზრდება და უმუშევრობის დონე ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა, თუმცა სესხების ვადაგადაცილების მაჩვენებელი მაინც მატულობს.

გალიპოლოს თქმით, ცენტრალური ბანკი განიხილავს ზომებს, რომლებიც ხელს შეუწყობს საკრედიტო ბაზარზე დისციპლინის გაუმჯობესებას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მსესხებლებს უკეთ ესმოდეთ სხვადასხვა საკრედიტო პროდუქტის რეალური ღირებულება, ხოლო ბანკებმა და სხვა კრედიტორებმა საკუთარ თავზე აღებული რისკებისთვის ადეკვატური რეზერვები შექმნან.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

კრიპტო23 ნოე. 20261 წთ კითხვა

Bitcoin-მა $61 000-ს გადააჭარბა შაბათ-კვირის მკვეთრი ვარდნის შემდეგ

კრიპტოვალუტის ბაზარზე იძულებითი ლიკვიდაციების ტალღამ 24 საათში დაახლოებით $1.8 მილიარდის ღირებულების პოზიციები გააქრო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო23 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბაზრები გაიზარდა

STOXX 600 ორშაბათს 0.73%-ით გამყარდა. ზრდას ტექნოლოგიური კომპანიები ლიდერობდნენ, რომელთა აქციებიც გასულ კვირას ხელოვნური ინტელექტის სექტორში მკვეთრად დაეცა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო23 ნოე. 20261 წთ კითხვა

CrowdStrike Zscaler-ის შეძენას განიხილავს

Bloomberg-ის ინფორმაციით, კიბერუსაფრთხოების ორი მსხვილი კომპანიის გაერთიანება შესაძლოა ინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარიგება გახდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე