გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

ბრიტანეთი AkzoNobel-ისა და Axalta-ს გაერთიანების პირობებს განიხილავს

მარიამ ქადარია26 ნოემბერი, 20261 წთ კითხვა
ბრიტანეთი AkzoNobel-ისა და Axalta-ს გაერთიანების პირობებს განიხილავს

საღებავების მწარმოებელი კომპანიების, AkzoNobel-ისა და Axalta-ს, 25 მილიარდი დოლარის ღირებულების გაერთიანებას შესაძლოა ბრიტანეთის მარეგულირებელიც დათანხმდეს.

AkzoNobel-ი ევროპასა და დიდ ბრიტანეთში ავტომობილების საღებავების ბიზნესის ნაწილის გაყიდვის ინიციატივით გამოვიდა. კომპანია ამ გზით ბრიტანეთის კონკურენციისა და ბაზრების სამსახურის თანხმობის მიღებას ცდილობს.

უწყების შეფასებით, გაერთიანების შემთხვევაში კომპანიები ავტომობილების შესაკეთებელი საღებავების ბრიტანული ბაზრის 40-50%-ს გააკონტროლებენ. კონკურენციის შემცირებამ შესაძლოა საღებავების გაძვირება გამოიწვიოს და ავტომობილების შეკეთების ხარჯიც გაზარდოს.

ევროკომისიამ გარიგება მსგავსი პირობებით უკვე დაამტკიცა. ბრიტანეთის მარეგულირებელმა ახლა უნდა შეაფასოს, რამდენად საკმარისია AkzoNobel-ის შეთავაზება ბაზარზე კონკურენციის შესანარჩუნებლად. კომპანიები გაერთიანებას 2027 წლის დასაწყისში გეგმავენ.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო26 ნოე. 20262 წთ კითხვა

ოქროს ფასი იცვლება - ინფლაციის ზრდა განაკვეთის მატების მოლოდინს ზრდის

სპოტ ოქრო დოლარის გამყარების ფონზე მცირედ გაიაფდა, მაშინ როცა ოქროს ფიუჩერსები გაიზარდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო26 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპული საფონდო ბირჟები მკვეთრად გაიზარდა

STOXX 600 დილის ვაჭრობაში 1.3%-ით გაიზარდა. ინვესტორების განწყობა გააუმჯობესა აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკის შესახებ ახალმა დეტალებმ.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია26 ნოე. 20262 წთ კითხვა

აზიის ტექნოლოგიური აქციები გაიზარდა

ტექნოლოგიური კომპანიების აქციებზე მოთხოვნა გაიზარდა მას შემდეგ, რაც AI სექტორის მიმართ გაჩენილმა ეჭვებმა ბაზარზე მნიშვნელოვანი ვარდნა გამოიწვია.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე