გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Burberry-ის აქციები დაეცა - კომპანიამ დივიდენდი გააუქმა და სუსტი პროგნოზი გამოაქვეყნა

ნუცა ტყეშელაშვილი25 მაისი, 20265 წთ კითხვა
Burberry-ის აქციები დაეცა - კომპანიამ დივიდენდი გააუქმა და სუსტი პროგნოზი გამოაქვეყნა

ბრიტანული ლუქს ბრენდის Burberry Group Plc აქციები ხუთშაბათს 2%-ზე მეტით შემცირდა, მას შემდეგ რაც კომპანიამ დივიდენდის გაუქმება და მოსალოდნელზე სუსტი პროგნოზი დააანონსა.

Burberry-მ განაცხადა, რომ აქციონერებისთვის დივიდენდს არ გადაიხდის, მაშინ როცა ანალიტიკოსები 9 პენსის ოდენობის გადახდას ელოდნენ. კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ 2027 ფინანსური წლის პირველ ნახევარში wholesale გაყიდვების ზრდა საშუალო ერთნიშნა პროცენტული მაჩვენებლით იქნება, რაც ბაზრის მოლოდინზე დაბალია.

გარდა ამისა, კომპანიამ გააფრთხილა, რომ სავალუტო კურსების ცვლილება შემოსავალსა და მოგებაზე დაახლოებით £10 მილიონიან ნეგატიურ გავლენას მოახდენს, თითქმის სამჯერ მეტს, ვიდრე ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ.

მეოთხე კვარტალში ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, ინდოეთისა და აფრიკის რეგიონში გაყიდვები 2%-ით შემცირდა. კომპანიამ ამის მიზეზად ტურისტების ნაკადის შემცირება და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი დაასახელა.

მიუხედავად სუსტი პროგნოზისა, Burberry-ის წლიურმა შედეგებმა ბაზრის მოლოდინებს გადააჭარბა. კორექტირებული საოპერაციო მოგება £160 მილიონამდე გაიზარდა, მაშინ როცა ერთი წლის წინ მხოლოდ £26 მილიონი იყო. მოგების მარჟაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

კომპანიის მეოთხე კვარტლის შედარებადი მაღაზიების გაყიდვები 5%-ით გაიზარდა, რაც უკვე ზედიზედ მეხუთე კვარტალია, როცა ზრდის ტემპი უმჯობესდება. განსაკუთრებით ძლიერი შედეგები დაფიქსირდა ჩინეთსა და აშშ-ში, სადაც გაყიდვები 10%-ით გაიზარდა.

Citi-ის ანალიტიკოსებმა კომპანიის შედეგებს „ყველა მნიშვნელოვანი მიზნის შესრულება“ უწოდეს და აღნიშნეს, რომ სრული ფასით გაყიდვების გაუმჯობესება მნიშვნელოვანი პოზიტიური ფაქტორია.

Burberry-მ ასევე განაცხადა, რომ კომპანიის თავმჯდომარე ჯერი მურფი 2026 წლის ნოემბერში გადადგება და მას ვილიამ ჯეკსონი შეცვლის.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Informa Blackstone-ისგან Clarion-ს £2.24 მილიარდად ყიდულობს
საფონდო7 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Informa Blackstone-ისგან Clarion-ს £2.24 მილიარდად ყიდულობს

ბრიტანული Informa ღონისძიებების ორგანიზატორ Clarion-ს Blackstone-ისგან £2.24 მილიარდად, დაახლოებით $3 მილიარდად ყიდულობს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
ფედერალური რეზერვი ბანკების ზედამხედველობის სისტემას ცვლის
მაკრო7 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ფედერალური რეზერვი ბანკების ზედამხედველობის სისტემას ცვლის

აშშ-ის ფედერალური რეზერვი ბანკების ზედამხედველობის ახალ სისტემაზე გადადის. ცვლილების შემდეგ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა უფრო მკაფიოდ გადანაწილდება, მართვის მთავარი ცენტრი კი ვაშინგტონი იქნება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი 17 თვის მაქსიმუმზეა
მაკრო7 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი 17 თვის მაქსიმუმზეა

აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი აგვისტოში 13.7%-ით გაიზარდა და 105.6 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს 2025 წლის მარტის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. დეფიციტი გაიზარდა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ტარიფების მიუხედავად, რომელთა ერთ-ერთი მიზანი იმპორტის შემცირება იყო.

მარიამ ქადარიაწაიკითხე