გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

Chevron ვენესუელაში ინვესტიციებს ზრდის

მარიამ ქადარია3 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა
Chevron ვენესუელაში ინვესტიციებს ზრდის

Chevron ვენესუელაში ნავთობის მოპოვების გაზრდას გეგმავს და მომდევნო ხუთ წელიწადში ქვეყანაში 7 მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას აპირებს.

კომპანიას სურს, დღიური წარმოება დაახლოებით 600 ათას ბარელამდე გაზარდოს, რაც ამჟამინდელ მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ მეტია. ინვესტიციები Chevron-ის ვენესუელაში მოქმედ ერთობლივ საწარმოებს მოხმარდება. გეგმა ორინოკოს რეგიონსაც მოიცავს, სადაც კომპანიის Petroindependencia-ს პროექტს ორი ახალი ტერიტორია დაემატება.

Chevron-ის გარდა, დაინტერესებული არიან სხვა საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანიებიც. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ აშშ ვენესუელის ნავთობის სექტორთან დაკავშირებულ პოლიტიკას თანდათან ცვლის.

ვენესუელას ნავთობის ძალიან დიდი მარაგი აქვს, მაგრამ წლების განმავლობაში ინვესტიციების ნაკლებობამ და მოძველებულმა საწარმოო ობიექტებმა მოპოვება შეაფერხა.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Altera აშშ-ში IPO-სთვის ემზადება
საფონდო16 სექ. 20261 წთ კითხვა

Altera აშშ-ში IPO-სთვის ემზადება

ჩიპების მწარმოებელმა Altera-მ აშშ-ში აქციების პირველადი საჯარო შეთავაზებისთვის კონფიდენციალური განაცხადი შეიტანა. კომპანია IPO-თი $2 მილიარდზე მეტის მიღებას განიხილავს. ამ შემთხვევაში აღნიშნული ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნახევარგამტარების სექტორის IPO იქნება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
Santos-მა LNG-ზე ორი გრძელვადიანი შეთანხმება გააფორმა
მაკრო16 სექ. 20261 წთ კითხვა

Santos-მა LNG-ზე ორი გრძელვადიანი შეთანხმება გააფორმა

ავსტრალიურმა ენერგეტიკულმა კომპანია Santos-მა თხევად ბუნებრივ აირზე ორი გრძელვადიანი შეთანხმება გააფორმა. ერთი მათგანი სამხრეთკორეულ POSCO Steel-თან LNG-ის გაყიდვას, მეორე კი კანადაში დაგეგმილი Ksi Lisims-ის პროექტიდან გაზის შეძენას ეხება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
აშშ-ის სენატი კრიპტობაზრის ახალი წესების კანონპროექტს განიხილავს
კრიპტო16 სექ. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის სენატი კრიპტობაზრის ახალი წესების კანონპროექტს განიხილავს

აშშ-ის სენატში კრიპტობაზრის რეგულირების შესახებ CLARITY Act-მა განხილვის გასაგრძელებლად საჭირო 60 ხმა ვერ მოაგროვა. კანონპროექტს 50 სენატორმა დაუჭირა მხარი, 49-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე