გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
კრიპტო

Chime საბანკო აპლიკაციაში სტაბილკოინების დამატებას განიხილავს

მარიამ ქადარია14 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
Chime საბანკო აპლიკაციაში სტაბილკოინების დამატებას განიხილავს

Chime Financial საკუთარ საბანკო აპლიკაციაში სტაბილკოინების დამატებას განიხილავს. Bloomberg-ის ინფორმაციით, კომპანია მუშაობს სერვისზე, რომლის საშუალებითაც მომხმარებლები სტაბილკოინების გაგზავნასა და მიღებას პირდაპირ Chime-ის აპლიკაციიდან შეძლებენ.

გაზაფხულის ბოლოს Chime-მ რამდენიმე ბლოკჩეინ კომპანიას სტაბილკოინების საფულესთან დაკავშირებული წინადადებების წარდგენა სთხოვა. მათ შორის იყო სტარტაპი Rain-იც.

თუ პროექტი განხორციელდა, Chime-ის აპლიკაციაში სტაბილკოინების გაგზავნა და მიღება პირდაპირ იქნება შესაძლებელი, ცალკე კრიპტობირჟის გამოყენების გარეშე.

სტაბილკოინების მიმართ ინტერესი ტრადიციულ ფინანსურ სექტორშიც იზრდება. მათი ღირებულება, როგორც წესი, აშშ დოლარზეა მიბმული, ხოლო ტრანზაქციების სწრაფად და ნებისმიერ დროს განხორციელება მათ ერთ-ერთ მთავარ უპირატესობად ითვლება.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო13 ნოე. 20263 წთ კითხვა

Mizuho-მ კიბერუსაფრთხოების სექტორის ხუთი ყველაზე პერსპექტიული აქცია დაასახელა

საინვესტიციო ბანკის ანალიტიკოსები განსაკუთრებით მაღალ მოთხოვნას მონაცემთა მართვის, Zero Trust უსაფრთხოებისა და კიბერშეტევებისგან აღდგენის ტექნოლოგიებზე ხედავენ. რეიტინგის სათავეში Snowflake მოხვდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია12 ნოე. 20262 წთ კითხვა

Goldman Sachs: AI-ზე დანახარჯები 2027 წლის ბოლოსთვის $1.4 ტრილიონს მიაღწევს

საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, ხელოვნური ინტელექტი 2027 წელს აშშ-ში ბიზნესინვესტიციების ზრდის მთავარი მამოძრავებელი იქნება. AI-სთან დაკავშირებული ხარჯები ქვეყნის ეკონომიკის თითქმის 4%-ის ეკვივალენტური გახდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო12 ნოე. 20261 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბირჟები რეკორდულ ნიშნულზე ავიდა - ტექნოლოგიურ სექტორში ვარდნამ ზრდა ვერ შეაჩერა

STOXX 600-ის ინდექსი 0.4%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ევროპულ ბაზრებს კორპორაციული ანგარიშგების ძლიერი სეზონი და ტექნოლოგიურ გიგანტებზე შედარებით დაბალი დამოკიდებულება დაეხმარა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე