გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
განათლება

ჩინეთი რობოტექნიკის გლობალურ ბაზარზე წამყვან პოზიციას იკავებს

მარიამ ქადარია25 მაისი, 20262 წთ კითხვა
ჩინეთი რობოტექნიკის გლობალურ ბაზარზე წამყვან პოზიციას იკავებს

ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის სფეროში სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვის აქვს უფრო ძლიერი საწარმოო შესაძლებლობები და სამრეწველო რესურსები. ამ მიმართულებით ჩინეთი მნიშვნელოვნად გამოირჩევა.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ კვლავ ლიდერობს თანამედროვე მიკროსქემებისა და პროგრამული სისტემების განვითარებაში, ჩინეთმა მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა რობოტების წარმოებასა და მათთვის საჭირო კომპონენტების მიწოდებაში. საინვესტიციო კომპანია Alpine Macro-ის შეფასებით, ამერიკული კომპანიები ძირითადად ტექნოლოგიური სისტემების განვითარებაზე არიან კონცენტრირებული, ხოლო ჩინეთი საწარმოო და სამრეწველო მიმართულებებს აძლიერებს. ეს ქვეყანას საშუალებას აძლევს, შეამციროს წარმოების ხარჯები და ახალი სისტემები უფრო სწრაფად გამოსცადოს.

ჩინეთის ხელისუფლებამ რობოტექნიკა და ფიზიკურ გარემოში მოქმედი ხელოვნური ინტელექტის სისტემები ეროვნული განვითარების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად გამოაცხადა. ამ სფეროში სახელმწიფოს მხრიდან მილიარდობით დოლარის მხარდაჭერა გამოიყო. რობოტექნიკის საერთაშორისო ფედერაციის მონაცემებით, ჩინეთში ყოველწლიურად დაახლოებით 295 000 სამრეწველო რობოტი გამოიყენება, მაშინ როცა აშშ-ში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 34 000-ს შეადგენს.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ასეთი მასშტაბი ჩინურ კომპანიებს საშუალებას აძლევს, ტექნოლოგიები უფრო სწრაფად დახვეწონ. მაგალითად, Unitree Robotics წარმოების ზრდასთან ერთად რობოტების ფასის შემცირებასაც ახერხებს.

ამავე დროს, ჩინეთი მნიშვნელოვან როლს ინარჩუნებს რობოტებისთვის აუცილებელი ძირითადი მასალებისა და კომპონენტების ბაზარზეც. ჩინეთს მნიშვნელოვანი წილი უჭირავს იმ მასალების წარმოებასა და დამუშავებაში, რომლებიც მაღალი სიმძლავრის ძრავებისა და რობოტული სისტემების შესაქმნელად არის საჭირო.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო20 ნოე. 20262 წთ კითხვა

Canadian Natural Resources-ის აქციები 1.9%-ით დაეცა

Advantage Energy-ის C$2.53-მილიარდიანი შეძენის დაფინანსებასთან დაკავშირებული კითხვები და ბაზარზე არსებული ნეგატიური განწყობა კომპანიის აქციებზე ზეწოლას ზრდის.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო20 ნოე. 20261 წთ კითხვა

Fed-ი საბანკო ზედამხედველობის შესუსტების რისკზე საუბრობს

ფედერალურ სარეზერვო სისტემაში მიმდინარე მარეგულირებელმა ცვლილებებმა შესაძლოა დროთა განმავლობაში საბანკო სექტორის უსაფრთხოება შეამციროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო20 ნოე. 20261 წთ კითხვა

Procter & Gamble 2030 წლამდე ხარჯების შემცირებას გეგმავს

კომპანია პროდუქტიულობის ზრდისა და ხარჯების ოპტიმიზაციის გზით დანაზოგის მიღებას გეგმავს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე