გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

ჩინელი ჰაკერები DeepSeek-ს კიბერშეტევებისთვის იყენებენ

მარიამ ქადარია25 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
ჩინელი ჰაკერები DeepSeek-ს კიბერშეტევებისთვის იყენებენ

ჩინეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჰაკერული ჯგუფები კიბერშეტევების მოსამზადებლად DeepSeek-სა და სხვა ღია ხელოვნური ინტელექტის მოდელებს იყენებენ. ტაივანური კვლევითი კომპანია TeamT5-ის მონაცემებით, ამ ტექნოლოგიების გამოყენების შემდეგ მათ მიერ განხორციელებული შეტევების რაოდენობა ორჯერ მეტად გაიზარდა.

ჰაკერები ხელოვნურ ინტელექტს კიბერშეტევების სხვადასხვა ეტაპზე იყენებენ. მისი საშუალებით აგროვებენ ინფორმაციას სამიზნეებზე, ეძებენ სისტემების სისუსტეებს და ქმნიან შეტევისთვის საჭირო კოდს.

TeamT5-ის ინფორმაციით, ჩინურ ჰაკერულ ჯგუფებში განსაკუთრებით ხშირად DeepSeek გამოიყენება, რადგან მოდელს შედარებით ნაკლები უსაფრთხოების შეზღუდვა აქვს და მისი გამოყენებაც იაფია.

კვლევითმა კომპანიამ რამდენიმე კონკრეტული შემთხვევაც გამოავლინა. ჰაკერულმა ჯგუფმა Grimfengxi-მ DeepSeek სისტემებში შეღწევისთვის საჭირო კოდის შესაქმნელად გამოიყენა. Huapi-მ ხელოვნური ინტელექტის ჩინური მოდელის დახმარებით ტაივანური კომპანიის ელექტრონული ფოსტის სისტემაზე მიიტანა შეტევა. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ამ შემთხვევაშიც DeepSeek გამოიყენეს.

კიდევ ერთმა ჯგუფმა, Teleboyi-მ, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ინტერნეტში 1,000 IP მისამართი მოიძია და სხვადასხვა კომპანიის ვებგვერდებთან დაკავშირებული ინფორმაცია შეაგროვა.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Securitize-მა Apple-ის, Nvidia-სა და Microsoft-ის აქციების ციფრული ვერსიებით ვაჭრობა დაიწყო
კრიპტო9 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Securitize-მა Apple-ის, Nvidia-სა და Microsoft-ის აქციების ციფრული ვერსიებით ვაჭრობა დაიწყო

ციფრული აქტივების კომპანია Securitize მომხმარებლებს Apple-ის, Nvidia-სა და Microsoft-ის აქციების ტოკენიზებულ ვერსიებს სთავაზობს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
Waymo-მ გაფართოებისთვის $5 მილიარდის დაფინანსება მიიღო
საფონდო9 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Waymo-მ გაფართოებისთვის $5 მილიარდის დაფინანსება მიიღო

Alphabet-ის ავტონომიური ავტომობილების კომპანია Waymo-მ $5-მილიარდიანი სესხის შეთანხმება გააფორმა. ეს კომპანიის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც მან გაფართოებისთვის სესხით დაფინანსება გამოიყენა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
აშშ-მ Microsoft-ისა და სხვა მსხვილი კომპანიების მწვანე ბარათის განაცხადების განხილვა შეაჩერა
ანალიზი9 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ-მ Microsoft-ისა და სხვა მსხვილი კომპანიების მწვანე ბარათის განაცხადების განხილვა შეაჩერა

აშშ-ის მთავრობამ Microsoft-ის, Adobe-ისა და რამდენიმე მსხვილი საკონსულტაციო კომპანიის მიერ თანამშრომლებისთვის წარდგენილი მწვანე ბარათის განაცხადების განხილვა შეაჩერა. გადაწყვეტილება ეხება Cognizant-ს, Infosys-ს, Tata Consultancy Services-ს, Wipro-ს, HCL-სა და Capgemini-საც.

მარიამ ქადარიაწაიკითხე