გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

ჩინეთი ამერიკულ საქონელზე 24%-იან დამატებით ტარიფს იანვრამდე არ აამოქმედებს

მარიამ ქადარია10 ნოემბერი, 20261 წთ კითხვა
ჩინეთი ამერიკულ საქონელზე 24%-იან დამატებით ტარიფს იანვრამდე არ აამოქმედებს

ჩინეთმა გადაწყვიტა, ამერიკულ საქონელზე დამატებითი 24%-იანი ტარიფი კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში არ აამოქმედოს. 10%-იანი გადასახადი კი ძალაში რჩება.

პეკინი 2027 წლის 10 იანვრამდე არც ამერიკასთან დაკავშირებული გემებისთვის დაგეგმილ დამატებით საპორტო გადასახადს შემოიღებს. ამ პერიოდში ვაშინგტონი და პეკინი სავაჭრო საკითხებზე მოლაპარაკებებს გააგრძელებენ. სექტემბერში დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრის შემდეგ მხარეები საპასუხო ტარიფების შემცირებაზეც მუშაობენ, თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ არ არსებობს.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო10 ნოე. 20262 წთ კითხვა

Morgan Stanley-მ National Grid ევროპის მსხვილ ენერგოკომპანიებს შორის 2027 წლის ფავორიტად დაასახელა

საინვესტიციო ბანკის შეფასებით, კომუნალური მომსახურების სექტორი ბაზარზე უკეთეს შედეგებს კვლავ აჩვენებს. ზრდის მთავარ წყაროებად ენერგეტიკული უსაფრთხოება, ელექტრიფიკაცია და ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის საჭირო ენერგიის მზარდი მოთხოვნა სახელდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო10 ნოე. 20261 წთ კითხვა

Honda-მ წლიური მოგების პროგნოზი გაზარდა

იაპონურმა ავტომწარმოებელმა საოპერაციო მოგების პროგნოზი 20%-ით, წმინდა მოგების კი 25%-ით გაზარდა. მიუხედავად ამისა, მეორე კვარტალში კომპანიის მოგება მკვეთრად შემცირდა ელექტრომობილების ბიზნესის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების გამო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ანალიზი10 ნოე. 20262 წთ კითხვა

Porsche SE-მ 2026 წლის პირველ ცხრა თვეში €2.8 მილიარდის ზარალი დააფიქსირა

Volkswagen-ის მაკონტროლებელი ჰოლდინგის ფინანსური შედეგები მკვეთრად გაუარესდა. ზარალის მთავარი მიზეზი Volkswagen-ში წილის საბალანსო ღირებულების არანაღდი გაუფასურება გახდა, თუმცა კომპანიის მცირე საინვესტიციო პორტფელმა დადებითი შედეგი აჩვენა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე