გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

ჩინეთი მონეტარული პოლიტიკის მთავარი განაკვეთის შეცვლას განიხილავს

მარიამ ქადარია20 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
ჩინეთი მონეტარული პოლიტიკის მთავარი განაკვეთის შეცვლას განიხილავს

ჩინეთის ცენტრალური ბანკი საპროცენტო პოლიტიკის შეცვლას განიხილავს. ბანკს სურს, მთავარი მაჩვენებელი ერთდღიანი უკურეპოს განაკვეთი გახდეს. ახლა ამ როლს შვიდდღიანი განაკვეთი ასრულებს, რომელიც 2024 წლიდან გამოიყენება.

ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელ პან გონგშენის თქმით, ერთდღიანი განაკვეთი ბაზარზე არსებულ ვითარებას უფრო სწრაფად ასახავს. ეს ბანკს საშუალებას მისცემს, საჭიროების შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთებზე უფრო სწრაფად მოახდინოს გავლენა.

მსგავსი სისტემა აშშ-ის ფედერალურ რეზერვსა და სხვა ცენტრალურ ბანკებშიც მოქმედებს, სადაც მონეტარული პოლიტიკის მართვისთვის მოკლევადიან საპროცენტო განაკვეთებს იყენებენ.

ჩინეთის ცენტრალური ბანკი დაფინანსების წესების შეცვლასაც გეგმავს. საჭიროების შემთხვევაში, მისგან მოკლევადიანი სესხის მიღებას უფრო მეტი ფინანსური ორგანიზაცია შეძლებს. ცალკე შესაძლებლობა შეიქმნება სადაზღვევო კომპანიებისა და საინვესტიციო ფონდებისთვისაც, რათა ბაზარზე თანხის ნაკლებობის შემთხვევაში დაფინანსება სწრაფად მიიღონ.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო10 ნოე. 20262 წთ კითხვა

Morgan Stanley-მ National Grid ევროპის მსხვილ ენერგოკომპანიებს შორის 2027 წლის ფავორიტად დაასახელა

საინვესტიციო ბანკის შეფასებით, კომუნალური მომსახურების სექტორი ბაზარზე უკეთეს შედეგებს კვლავ აჩვენებს. ზრდის მთავარ წყაროებად ენერგეტიკული უსაფრთხოება, ელექტრიფიკაცია და ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის საჭირო ენერგიის მზარდი მოთხოვნა სახელდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო10 ნოე. 20261 წთ კითხვა

Honda-მ წლიური მოგების პროგნოზი გაზარდა

იაპონურმა ავტომწარმოებელმა საოპერაციო მოგების პროგნოზი 20%-ით, წმინდა მოგების კი 25%-ით გაზარდა. მიუხედავად ამისა, მეორე კვარტალში კომპანიის მოგება მკვეთრად შემცირდა ელექტრომობილების ბიზნესის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების გამო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ანალიზი10 ნოე. 20262 წთ კითხვა

Porsche SE-მ 2026 წლის პირველ ცხრა თვეში €2.8 მილიარდის ზარალი დააფიქსირა

Volkswagen-ის მაკონტროლებელი ჰოლდინგის ფინანსური შედეგები მკვეთრად გაუარესდა. ზარალის მთავარი მიზეზი Volkswagen-ში წილის საბალანსო ღირებულების არანაღდი გაუფასურება გახდა, თუმცა კომპანიის მცირე საინვესტიციო პორტფელმა დადებითი შედეგი აჩვენა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე