გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

ჩინეთი მცირე ტექნოლოგიურ კომპანიებს დაფინანსებას გაუზრდის

მარიამ ქადარია4 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა
ჩინეთი მცირე ტექნოლოგიურ კომპანიებს დაფინანსებას გაუზრდის

ჩინეთმა მცირე და საშუალო კომპანიების მხარდასაჭერად ახალი ხუთწლიანი გეგმა გამოაქვეყნა. მთავარი ყურადღება ტექნოლოგიურ კომპანიებსა და იმ სექტორებზე გამახვილდება, სადაც პეკინი ადგილობრივი წარმოებისა და კვლევითი საქმიანობის გაფართოებას ცდილობს.

გეგმა ათმა სახელმწიფო უწყებამ ერთობლივად მოამზადა. რეგიონულ ხელისუფლებებს მცირე კომპანიების ეროვნულ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ პროგრამებში ჩართვა დაევალებათ. სახელმწიფო ფონდებიდან გამოყოფილი თანხის ნაწილი კი განვითარების საწყის ეტაპზე მყოფ კომპანიებს მოხმარდება.

პრიორიტეტულ სფეროებად ხელოვნური ინტელექტი, რობოტიკა, კვანტური ტექნოლოგიები, ახალი ენერგეტიკა და თანამედროვე მასალები განისაზღვრა.

ჩინეთს სურს, 2030 წლისთვის სპეციალიზებული მცირე ტექნოლოგიური კომპანიების, ე.წ. „little giants“-ის რაოდენობა 22 ათასამდე გაზარდოს. იგეგმება ბანკებიდან დაფინანსების გაზრდაც და კომპანიებისთვის ობლიგაციებისა და აქციების ბაზრებზე წვდომის გამარტივება.

პეკინი ამ ბიზნესებს ტექნოლოგიური დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევს, განსაკუთრებით აშშ-სთან კონკურენციის პირობებში.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Informa Blackstone-ისგან Clarion-ს £2.24 მილიარდად ყიდულობს
საფონდო7 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Informa Blackstone-ისგან Clarion-ს £2.24 მილიარდად ყიდულობს

ბრიტანული Informa ღონისძიებების ორგანიზატორ Clarion-ს Blackstone-ისგან £2.24 მილიარდად, დაახლოებით $3 მილიარდად ყიდულობს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
ფედერალური რეზერვი ბანკების ზედამხედველობის სისტემას ცვლის
მაკრო7 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ფედერალური რეზერვი ბანკების ზედამხედველობის სისტემას ცვლის

აშშ-ის ფედერალური რეზერვი ბანკების ზედამხედველობის ახალ სისტემაზე გადადის. ცვლილების შემდეგ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა უფრო მკაფიოდ გადანაწილდება, მართვის მთავარი ცენტრი კი ვაშინგტონი იქნება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი 17 თვის მაქსიმუმზეა
მაკრო7 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი 17 თვის მაქსიმუმზეა

აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი აგვისტოში 13.7%-ით გაიზარდა და 105.6 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს 2025 წლის მარტის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. დეფიციტი გაიზარდა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ტარიფების მიუხედავად, რომელთა ერთ-ერთი მიზანი იმპორტის შემცირება იყო.

მარიამ ქადარიაწაიკითხე