ჩინეთი მზის პანელების წარმოების ტექნოლოგიებზე შეზღუდვებს ამკაცრებს

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრო მზის ენერგიის სფეროში გამოყენებული 12 ტექნოლოგიის ექსპორტზე ახალი შეზღუდვების დაწესებას გეგმავს. ცვლილებები ხელოვნურ ინტელექტსა და ბიოტექნოლოგიებსაც ეხება.
პეკინი გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ მზის ენერგიის ზოგიერთი ტექნოლოგია უკვე ავიაციასა და თავდაცვაშიც გამოიყენება. შეზღუდვა შეიძლება შეეხოს თხელი სილიციუმის ფირფიტების, პეროვსკიტისა და ახალი თაობის მზის ელემენტების წარმოების რამდენიმე მეთოდს. TOPCon, HJT და XBC ტექნოლოგიების შემთხვევაში სრული აკრძალვა არ იგეგმება, თუმცა მათი სხვა ქვეყნებში გამოყენებისთვის დამატებითი ნებართვა გახდება საჭირო.
ახალი წესები განსაკუთრებით იმ ქვეყნებზე შეიძლება აისახოს, რომლებიც მზის პანელების წარმოების განვითარებას ცდილობენ. ცვლილებებმა შესაძლოა Tesla-ს გეგმებზეც იმოქმედოს აშშ-ში.
ზოგიერთი ტექნოლოგიის საზღვარგარეთ გატანა ჩინეთში უკვე რეგისტრაციას მოითხოვს. ახალი წინადადების საჯარო განხილვა 15 ნოემბრამდე გაგრძელდება.
წყარო: Reuters
მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.






