გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

ჩინეთში ჰუმანოიდური რობოტების მსოფლიო თამაშები დაიწყო

მარიამ ქადარია24 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
ჩინეთში ჰუმანოიდური რობოტების მსოფლიო თამაშები დაიწყო

პეკინში ჰუმანოიდური რობოტების მსოფლიო თამაშები დაიწყო, სადაც რობოტები სპორტულ შეჯიბრებებთან ერთად ისეთ დავალებებსაც ასრულებენ, რომლებიც ქარხნებში, საწყობებში, რესტორნებსა და საგანგებო სიტუაციებში მუშაობას ამოწმებს.

ხუთდღიან ღონისძიებაში 51 შეჯიბრებაა დაგეგმილი. Huawei-ის ინფორმაციით, მათი 40%-ზე მეტი სრულად დამოუკიდებელ მუშაობას მოითხოვს, ადამიანის ჩარევის გარეშე.

პირველივე დღეს ორმა რობოტმა 100 მეტრი უსეინ ბოლტის მსოფლიო რეკორდზე სწრაფად გაირბინა. კიდევ ერთმა ჰუმანოიდმა 400 მეტრი 39.7 წამში დაფარა, რაც ადამიანების მოქმედ მსოფლიო რეკორდზე უკეთესი შედეგია,

თუმცა ორგანიზატორებისა და ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის მთავარი გამოცდა სისწრაფე არ არის.

რობოტებს კაბელის შეერთება, ნივთების გადატანა, ელექტრომობილის დამუხტვა და სხვადასხვა დავალების შესრულება მოუწევთ. შედეგად, დააკვირდებიან, რამდენად კარგად შეუძლიათ მათ რეალურ გარემოში შეცდომების ამოცნობა და დამოუკიდებლად გამოსწორება.

Lumos Robotics-ის ხელმძღვანელის, იუ ჩაოს თქმით, რობოტის რეალური ღირებულება მაშინ გამოჩნდება, როცა ის ყოველდღიურ სამუშაოს ეფექტურად შეასრულებს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო20 ნოე. 20262 წთ კითხვა

Canadian Natural Resources-ის აქციები 1.9%-ით დაეცა

Advantage Energy-ის C$2.53-მილიარდიანი შეძენის დაფინანსებასთან დაკავშირებული კითხვები და ბაზარზე არსებული ნეგატიური განწყობა კომპანიის აქციებზე ზეწოლას ზრდის.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო20 ნოე. 20261 წთ კითხვა

Fed-ი საბანკო ზედამხედველობის შესუსტების რისკზე საუბრობს

ფედერალურ სარეზერვო სისტემაში მიმდინარე მარეგულირებელმა ცვლილებებმა შესაძლოა დროთა განმავლობაში საბანკო სექტორის უსაფრთხოება შეამციროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო20 ნოე. 20261 წთ კითხვა

Procter & Gamble 2030 წლამდე ხარჯების შემცირებას გეგმავს

კომპანია პროდუქტიულობის ზრდისა და ხარჯების ოპტიმიზაციის გზით დანაზოგის მიღებას გეგმავს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე