გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Citi ნახევარგამტარების სექტორში სამ ფავორიტს ასახელებს

მარიამ ქადარია9 ივნისი, 20261 წთ კითხვა
Citi ნახევარგამტარების სექტორში სამ ფავორიტს ასახელებს

ნახევარგამტარების სექტორში ბოლო დღეებში დაფიქსირებული ვარდნის მიუხედავად, საინვესტიციო ბანკი Citi ინდუსტრიის მიმართ ოპტიმისტურადაა განწყობილი. ბანკის შეფასებით, ეს უფრო დროებითი ვარდნაა და სექტორის მიმართ ინტერესი კვლავ მაღალი რჩება.

Citi-ის ფავორიტებად Broadcom, Texas Instruments და Applied Materials სახელდება. ანალიტიკოსების შეფასებით, 2027 წლისთვის სექტორის კომპანიების მოგების პროგნოზები საშუალოდ 11-12 პროცენტით არის გაზრდილი.

ბაზარზე სულ უფრო ხშირად საუბრობენ მიწოდებასთან დაკავშირებულ შესაძლო გამოწვევებზეც. მთავარი რისკი გარკვეული კომპონენტებისა და DRAM მეხსიერების დეფიციტს უკავშირდება, რაც განსაკუთრებით 2027 წელს შეიძლება გახდეს აქტუალური. მიუხედავად ამისა, ნახევარგამტარებზე მოთხოვნა კვლავ მაღალია.

ზრდის მთავარი წყარო მონაცემთა ცენტრებია, რომელთა განვითარებასაც ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაზე მზარდი მოთხოვნა განაპირობებს. Citi-ის შეფასებით, ამ მიმართულებაზე სექტორის საერთო მოთხოვნის დაახლოებით მესამედი მოდის.

მეორე მხრივ, პერსონალური კომპიუტერებისა და მობილური ტელეფონების ბაზარზე შედარებით სუსტი შედეგებია. ამის მიზეზად ანალიტიკოსები მომხმარებლების ხარჯების შემცირებასა და მიწოდებასთან დაკავშირებულ სირთულეებს ასახელებენ. ამ ფონზე, ავტომობილებისა და სამრეწველო ტექნოლოგიების მიმართულებები სტაბილურად იზრდება.

Citi მიიჩნევს, რომ მიუხედავად მოკლევადიანი რყევებისა, ნახევარგამტარების სექტორში ზრდის პოტენციალი კვლავ არსებობს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

LSEG Octus-ს $3.54 მილიარდად შეიძენს
საფონდო23 ოქტ. 20261 წთ კითხვა

LSEG Octus-ს $3.54 მილიარდად შეიძენს

London Stock Exchange Group საკრედიტო ბაზრის მონაცემების კომპანია Octus-ს 3.54 მილიარდ დოლარად შეიძენს. ეს LSEG-ის ყველაზე დიდი გარიგებაა 2019 წლის შემდეგ, როდესაც ჯგუფმა Refinitiv-ის შესაძენად 27 მილიარდი დოლარი გადაიხადა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
ბიტკოინი 3.5%-ით დაეცა - ტექნოლოგიური აქციების ვარდნა და ნავთობის გაძვირება კრიპტობაზარს აწვება
კრიპტო22 ოქტ. 20262 წთ კითხვა

ბიტკოინი 3.5%-ით დაეცა - ტექნოლოგიური აქციების ვარდნა და ნავთობის გაძვირება კრიპტობაზარს აწვება

ბიტკოინმა ღამის განმავლობაში მიღწეული ზრდა თითქმის სრულად დაკარგა და ფასი 81 653 დოლარამდე შემცირდა. კრიპტობაზარზე ზეწოლას ტექნოლოგიური აქციების მასშტაბური გაყიდვები, საპროცენტო განაკვეთების ზრდის მოლოდინი და ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ფონზე ნავთობის გაძვირება განაპირობებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Spotify-ის აქციები 9%-ზე მეტით გაიზარდა - კომპანია AI-ფუნქციების დახმარებით მომხმარებლების ზრდას ელის
საფონდო22 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Spotify-ის აქციები 9%-ზე მეტით გაიზარდა - კომპანია AI-ფუნქციების დახმარებით მომხმარებლების ზრდას ელის

Spotify მეოთხე კვარტალში მოსალოდნელზე მაღალ საოპერაციო მოგებას პროგნოზირებს. მუსიკის სტრიმინგის პლატფორმა მომხმარებლების მოსაზიდად ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ფუნქციებს ავითარებს, თუმცა ბოლო კვარტლის შემოსავალმა და ერთ აქციაზე მოგებამ ანალიტიკოსების მოლოდინები ვერ გაამართლა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე