გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Citi-ს რჩეული აქციები ბიოტექნოლოგიებისა და დიაგნოსტიკის სექტორში

მარიამ ქადარია9 ივლისი, 20261 წთ კითხვა
Citi-ს რჩეული აქციები ბიოტექნოლოგიებისა და დიაგნოსტიკის სექტორში

ბიოტექნოლოგიებისა და დიაგნოსტიკის სექტორის მიმართ ინვესტორთა ინტერესი კვლავ იზრდება. Citi-ის ანალიტიკოსი პატრიკ დონელი 2026 წლის მეორე ნახევარში სექტორის გაძლიერებას ელოდება. მისი შეფასებით, ბაზარს ხელს უწყობს ხელოვნური ინტელექტის მიმართ განწყობის გაუმჯობესებაც. ინვესტორები უფრო მეტად ფიქრობენ, რომ ამ ტექნოლოგიას შეუძლია მედიკამენტების შექმნის პროცესი დააჩქაროს და კვლევებში ახალი ინვესტიციები მოიზიდოს.

ამ ფონზე Citi-მ რამდენიმე კომპანია გამოყო. სიის სათავეშია Waters (WAT). Waters-ის შემთხვევაში Citi ყურადღებას ამახვილებს კომპანიის არსებულ გაყიდვებზე და ლაბორატორიებში აპარატურის ეტაპობრივ განახლებაზე, რაც მოთხოვნას ზრდის.

ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ West Pharmaceutical Services-ზეც (WST). კომპანიისთვის წლის დასაწყისი წარმატებული იყო და ზრდას ბიოლოგიური მედიკამენტებისა და ბიოსიმილარების მიმართულებით განაგრძობს. მაისში მომხდარ კიბერშეტევას მის წლიურ მაჩვენებლებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია.

დიაგნოსტიკის მიმართულებით Citi-ის რჩეულია Guardant Health (GH). კომპანია ონკოლოგიური სკრინინგის ბაზარზე მყარ პოზიციას ინარჩუნებს და ახალი სამედიცინო წესების ფონზე ტესტირების მოცულობის ზრდას ელოდება.

კვლევითი ორგანიზაციებიდან Citi-მ Charles River Laboratories (CRL) გამოირჩევა. Citi-ის აზრით, Charles River Laboratories ყველაზე მეტად ისარგებლებს, თუ ბიოტექნოლოგიურ სექტორში დაფინანსება გაიზრდება. ამასთან, ხელოვნური ინტელექტისგან მომდინარე რისკები მისთვის შედარებით დაბალია. სწორედ ამიტომ Citi-მ მისი აქციები პოზიტიური მოლოდინის მქონე 90-დღიან სიაში შეიყვანა.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Informa Blackstone-ისგან Clarion-ს £2.24 მილიარდად ყიდულობს
საფონდო7 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Informa Blackstone-ისგან Clarion-ს £2.24 მილიარდად ყიდულობს

ბრიტანული Informa ღონისძიებების ორგანიზატორ Clarion-ს Blackstone-ისგან £2.24 მილიარდად, დაახლოებით $3 მილიარდად ყიდულობს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
ფედერალური რეზერვი ბანკების ზედამხედველობის სისტემას ცვლის
მაკრო7 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ფედერალური რეზერვი ბანკების ზედამხედველობის სისტემას ცვლის

აშშ-ის ფედერალური რეზერვი ბანკების ზედამხედველობის ახალ სისტემაზე გადადის. ცვლილების შემდეგ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა უფრო მკაფიოდ გადანაწილდება, მართვის მთავარი ცენტრი კი ვაშინგტონი იქნება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი 17 თვის მაქსიმუმზეა
მაკრო7 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი 17 თვის მაქსიმუმზეა

აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი აგვისტოში 13.7%-ით გაიზარდა და 105.6 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს 2025 წლის მარტის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. დეფიციტი გაიზარდა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ტარიფების მიუხედავად, რომელთა ერთ-ერთი მიზანი იმპორტის შემცირება იყო.

მარიამ ქადარიაწაიკითხე