გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Citi-ს რჩეული აქციები ხელოვნური ინტელექტის სფეროში

მარიამ ქადარია10 ივლისი, 20261 წთ კითხვა
Citi-ს რჩეული აქციები ხელოვნური ინტელექტის სფეროში

ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად იზრდება მოთხოვნა მონაცემების შენახვისა და დამუშავებისთვის საჭირო ტექნოლოგიებზე. Citi-მ ამ მიმართულებით სამი კომპანია გამოარჩია: MongoDB, Snowflake და Palantir.

MongoDB Citi-ს ერთ-ერთი მთავარი არჩევანია. კომპანიის Atlas პლატფორმის შემოსავალი 29%-ით გაიზარდა. ბანკში მიაჩნიათ, რომ ძველი მონაცემთა ბაზებიდან თანამედროვე ღრუბლოვან სისტემებზე გადასვლა MongoDB-ის მომსახურებაზე მოთხოვნას მომავალშიც გაზრდის.

Citi დადებითად აფასებს Snowflake-საც. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან ერთად იზრდება მონაცემების შენახვისა და დამუშავების საჭიროება, რაც კომპანიისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. Snowflake-ის AI Data Cloud და Cortex ბიზნესებს დიდი მოცულობის მონაცემების მართვასა და მათ გამოყენებაში ეხმარება. ცოტა ხნის წინ Unlimitail-მა Snowflake-ის პლატფორმა ახალი სარეკლამო ქსელის სამართავად აირჩია.

ბანკის კიდევ ერთი რჩეული Palantir-ია, რომელიც კომპანიებს მონაცემების დამუშავებასა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვაში ეხმარება. Citi ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ Palantir-ის პროგრამები მომხმარებლებს კონკრეტული ფინანსური შედეგების მიღებაში ეხმარება. კომპანიამ ბოლო პერიოდში თანამშრომლობა დაიწყო Rackspace Technology-სა და მექსიკის ერთ-ერთ უმსხვილეს სადაზღვევო კომპანიასთან, GNP Seguros-თან.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Amazon პრემიუმ ტაბლეტების ახალ ხაზს უშვებს და Apple-ს კონკურენციას უმძაფრებს
ანალიზი8 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Amazon პრემიუმ ტაბლეტების ახალ ხაზს უშვებს და Apple-ს კონკურენციას უმძაფრებს

Amazon-მა სამი ახალი Alexa-თი აღჭურვილი ტაბლეტი წარადგინა და Google Play Store-ის ინტეგრაციით პრემიუმ სეგმენტში Apple-სა და Samsung-ს კონკურენციას უმძაფრებს. ახალი მოწყობილობების ფასი $230-დან $500-მდე იქნება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Jaguar-მა $130,500-იანი ელექტრომობილი წარადგინა
საფონდო8 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Jaguar-მა $130,500-იანი ელექტრომობილი წარადგინა

Jaguar Land Rover-მა ნიუ-იორკში ახალი ელექტრომობილი, Jaguar Type 01 წარადგინა. ოთხკარიანი ავტომობილის საწყისი ფასი აშშ-ში $130,500 იქნება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
ფლორიდა Meta-სგან მოზარდებისთვის დღეში ორსაათიანი ლიმიტის დაწესებას ითხოვს
AI ტექნოლოგია8 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ფლორიდა Meta-სგან მოზარდებისთვის დღეში ორსაათიანი ლიმიტის დაწესებას ითხოვს

ფლორიდის გენერალურმა პროკურორმა სასამართლოს მიმართა და Meta-სთვის მოზარდებთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესება მოითხოვა. ეს შეზღუდვები Instagram-სა და Facebook-ს შეეხება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე